kids.ge logo

ირაკლი, მომგები ასი ომის

ფავორიტებში დამატება
ყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი,
მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა,
დეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

და ხმალს ფერავდა მეფე ირაკლი
და იგი ხმალი ელვასებრ სჭრიდა,
ერთ მებრძოლს ასი ეხვია მტერი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

ლომო ირაკლი, იბრძოდი ისე -
შენს ხმალს არასდროს ბედი არ სცრიდა
და გაცებას იყო მსოფლი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

მრისხანე სტვენა იმა ხმალისა
მტერს და მუხანათს შიშის ზარს ჰგვრიდა
და ქება ქუხდა ირაკლის ხმალის
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.

გამარჯვებული ბრუნდება ჯარი,
მზე ელვარებად იფრქვევა ციდან,
შენი, სამშობლოვ, შენი, ირაკლი,
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...სად?საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას...კუმისისილაჟვარდე მთვარის ჩუმის მოჰფენია ცისფერ კუმისს, ტბას დასცქერის მდუმარე ტყე მოდარაჯე ჩამიჩუმის. დაფიქრები...გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026