kids.ge logo

ავადმყოფი მგოსანი

ფავორიტებში დამატება
ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!...

აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!...
ვის შერჩენია, მე შემრჩეს
გადახდა სოფლის ვალისა?

მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მომედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:

ჩონგურო! ჩემო ჩონგურო!
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრიმანჭი წკრილი
ხელახლად მომეწყურაო;

ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი - ბულბულის ენაო;
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმაფრენაო;

მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამ, კიდის-კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე, შენსა გადამკიდესო!...

დიდება შენსა მოვლენას,
ცირო, ტკბილო ძალაო!...
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაცალაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026