kids.ge logo

გოდება

ფავორიტებში დამატება
გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?
როგორც სხელი, შენც ისე
არ სჭკნები?... არა ჰბერდები?

რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან
გრძნობის ძალსა და ღონესა?
და რათ აცდუნებ მოხუცსა,
ჭაბუკად თავის მგონესა?

წყელიმც იყოს აწ ჩემიც
უდროვო გრძნობა-გონება!...
ადრე სხვის დამმონებელსა,
დღეს სხვისი მინდა მონება!

მაგრამ მონადაც, გულგრილსა,
ღარ უნდებვარ... აღარა!
ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი
თვალში საჩხირო ჭაღარა!

თანაგრძნობოდ ვიდაგვი,
ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი!
ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი!
რაღა დროს ჩემი ეს არი?!

გამწირა!... იმან გამწირა,
ვისაც შევსწირე ყოველი!
სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად,
სიკვდილს სიცოცხლედ მოველი!

ქვეყნის მკურნალნიც შემოკრბენ,
ვეღარ მარგებენ რამესა:
დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ,
ოხვრით ვათენებ ღამესა!

ის, ჩემი ტანჯვით დამტკბარი,
ეძლევა ნეტარებასა!
დასცინის გრძნობა-გონებას
ჩემსას და აღსარებასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026