kids.ge logo

მელაკუდას მაღაზია

ფავორიტებში დამატება
უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზი
და წარწერა ჩამოკიდა
“შემობრძანდით, არის ღია”.

სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.

დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
- ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?

ბურდღუნდა დათუნია:
- კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
თხიც კიდევ - წაბლისო.

თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
- მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.

მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
- გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!

ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.

შეძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაბისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.

კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.

ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშალი, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.

ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.

და როცა ბოლო მყიდველიც
ზოში გამოხეტა,
მელიამ მიმოხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,

თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევ “სუპერ-მარკეტსო”.

საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.

ლექსი 4 ~ 11 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 11 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვასილ გულეურის სხვა ლექსები:

გაზაფხული
გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა....
ანას გასაჭირი
თუკი დამაცემინა,
დედა მაწვდის მაშინვე ...
მელია
ყველა ამბობს - ტყუილში
ვერვინ ჯობნის მელიას......
მათეს გოგრა
ვერ უყურებთ მათესა?
ბაღში გოგრა დათესა, ...
ტელეფონი
გაიღვიძებს თუ არა,
პაწაწინა ეკა...
„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვასილ გულეურის ლექსი „მელაკუდას მაღაზია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მელაკუდას მაღაზია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ჯანსაღი კვება

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ჯანსაღი კვება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს და ამცირებს სტრესს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
მანანა ტონია
სუფთა ღრუტუნია

მანანა ტონია

ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

ნუნუ ჯანელიძე
ჰულა ჰუპი

ნუნუ ჯანელიძე

ერთი, ორი, სკუპი, სკუპი,
დატრიალდა ჰულა ჰუპი....
ლუარა ჭანტურია
პეპელა

ლუარა ჭანტურია

პეპელამ ფრთები გაშალა
და შეეგება ნიავსა,...
ლუარა ჭანტურია
მურია

ლუარა ჭანტურია

წუხელ თურმე მურიას
ბურთი დაუგლეჯია,...
ლელა ცუცქირიძე
დიმ-დაირა

ლელა ცუცქირიძე

-დამ-დაირა, დალულ-დული,-
დათვის ბელი დავლურს უვლის . ...
ნოდარ დუმბაძე
იავნანა

ნოდარ დუმბაძე

ბულბული ვარდის კოკორზე
მღეროდა იავნანასო,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები გარეულ ცხოველებზე

მანანა ტონია
კატისა და თაგვთა შერიგება

მანანა ტონია

თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,...
მანანა ტონია
ცხოველთა აღლუმი

მანანა ტონია

ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
ვასილ გულეური
ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ვასილ გულეური

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -...
ხალხური
ლექსი ვეფხვისა და მოყმისა

ხალხური

მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026