kids.ge logo

რა დახატა ბაქარმა

ფავორიტებში დამატება

ხატვას იწყებს ბაქარი,
მომარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.

მერე - დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან - ღობებია,
გზაზე მიდის ბებია.

სახლის გვერდით ბაღია,
იქვე - ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.

ბაღთან ძროხა აბი
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც...

თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბები
როგორ მონატრებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026