kids.ge logo

ავად გახდა ხუთიანი

ფავორიტებში დამატება

ხუ−თი−ა−ნი ა−ვად გახ−და,
დატ−რი−ა−ლებს თავ−ზე ა−ნა.
და−ე−კარ−გა სნე−ულს მა−და
და ო−თხი−ანს დაემგვა−ნა.
და−სი−ცხულს და უჭმელს-უსმელ
კი−თხვის თა−ვი ჰქონ−და გა−ნა?!
ა−უ−წი−ა სი−ცხემ ი−სევ,
გა−და−იქ−ცა სამია−ნად.
- და−ვი−ღუ−პე, ვა−ი, დე−და! -
აღ−ვარღ−ვა−რებს ცრემ−ლებს ა−ნა. -
ამ ხუ−თი−ანს, რო−გორც ვხე−დავ,
უნ−და იქ−ცეს ორია−ნად.
- ა−ლო! - ე−ქიმს უხ−მობს ა−ნა,
გე−ვედ−რე−ბით, მო−დით მა−ლე!
ა−ვადა მყავს ხუ−თი−ა−ნი,
მო−მირ−ჩი−ნეთ, და−მეხ−მა−რეთ! -
ჰა, ე−ქი−მიც გაჩნ−და უ−ცებ,
არ დას−ჭირ−და ფიქ−რი დიდ−ხანს,
თქვა: - შეჰყ−რი−ა სი−ზარ−მა−ცე!
- რა მო−არ−ჩენს?
- წიგ−ნის კი−თხვა!
- ჩქა−რა წიგ−ნი, წიგ−ნი მინ−და! -
ა−ნამ ძილ−ში თვა−ლი ჭყი−ტა.
- ა−ქა ვარ−თო! - მე−გობ−რებ−მა
გად−მოს−ძა−ხეს კა−რა−დი−დან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026