kids.ge logo

ასოხატულა კუნწულები

ფავორიტებში დამატება
არჩევანი, ა−რა−და−ნი.
ა−ლამს ახ−ვევს ა−ლამ−და−რი.
ამ მი−წის და ამ ცის და−რი
ა−რის სად−მე?
- არ−სად ა−რი!

ბილიკ-ბილიკ ბურ−ტყუ−ნებს
ბრიყ−ვი ბელი-ბელუკა
- ბა−ნით ვჯობ−ნი ბულ−ბუ−ლებს,
ბე−ჭე−ბით კი - ბერ−მუ−ხას!

გუგუ-გუგუ! -
გუ−გულ−მა,
გულჭ−რე−ლა−თა გვა−რისამ,
გა−მარ−ჯო−ბა გვი−სურ−ვა,
გუ−ლი გაგ−ვი−ხა−ლი−სა.

დიდი დათ−ვი დრუნ−ჩი−ა−ნი,
დუ−დღუ−ნა და დან−და−ლა−ო,
დი−ლით ად−რე წა−მომდ−გა−რა
თაფ−ლის ჭა−მით დამთვ−რა−ლა−ო.
დამთვ−რა−ლა და და, და, და!
რა დიდ−გუ−ლა გამხ−და−რა−ო!

ენაჭიკჭიკა ე−ლე−ნე
ექვს სტუ−მარს ერ−თად ე−ლი−სო:
ე−კუ−ნას, ელ−დარს, ექვ−თი−მეს,
ე−ვას, ემ−ზარს და ე−ლი−სოს.
კედელ-ჭერს სწვდე−ბა სურ−ნე−ლი
სველ-სველი ენ−ძე−ლე−ბი−სო.

ვანის ველ−ზე ვე−ნა−ხი გვაქვს
ვბა−რავთ, ვმორჩ−ნით, ვწამ−ლავთ, ვყე−ლავთ.
ვერ−ვისნ გვჯობ−ნის სწავ−ლა−ში და
ვა−ზის მოვ−ლაც ვი−ცით ყვე−ლამ.

ზა−რი ზან−ზა−რებს უზარმაზა−რი,
ზარ−მაც ზა−ზუ−ნას დას−ცა თავზა−რი.

თრიალეთის მთა−თა კალ−თებს
თავ−ზე მთვა−რე დაჰ−ქათ−ქა−თებს.
თეთრ თე−ლას−თან ფთი−ლა−ა თუ
თე−ოს თეთ−რი თრი−თი−ნა თვლემს.

იისფერი ივ−ნი−სის ცა
ი−სევ ბრ−წყი−ნავს მზით გიზ−გი−ზა.
ივ−რის−პი−რა ი−ა−ლაღ−ზე
იფ−ნის ის−რებს ითვ−ლის ი−ზა.
ვის მი−ართ−მევს, ი−ცით, ვი−სა?
ციცქ−ნა ბიჭ−სა ი−რაკ−ლი−სა.

კუტკალია სკუპი-სკუპა
კვლავ გაჰ−კი−ვის კარ−და−კა−რა:
- კა−ლი−ე−თის მკა−ლა−ვი ვარ,
სა−კორ−კო−ტე ქვაბ-კასრს ვკა−ლავ.

ლომმა დაღ−ლი−ლი თვა−ლი მი−ლუ−ლა,
სველ ლე−ლი−ან−ში სულს ლევს გმი−რუ−ლად.

მელამ მო−გაგ−ნო, მა−მა−ლო,
მუ−რას მო−უხ−მე მა−ლე−ო!
მა−ნამ მშვე−ლე−ლი მო−გი−ვა,
მაყვლ−ნარ−ში მიიმა−ლე−ო.

ნამნაპკური ნა−ნას ყა−ნა
ტანს იმშ−ვე−ნებს თან−და−თა−ნა,
ნი−ავს ნა−ზად მინ−დო−ბი−ლი
ის−მენს ნარ−ნარ იავნა−ნას.

ოქროსფრად მორ−თულ
ოქ−ტომბ−რის ბო−ლოს,
ო, რო−გორ უხ−მობს
ო−ლო−ლი ო−ლოლს!

პაპანებაში ტყის პი−რას
პავ−ლი−ას პა−პამ პა−პუ−ნამ
პილ−პილს, პრა−სას და პა−მი−დორს
აპ−კუ−რა შხა−პი შხა−პუ−ნა.

ჟოლოს ჟვე−რი−დან
ჟინჟღ−ლი ჟო−ნავს.
ჟან−გის−ფერ ჟი−რაფს
შე−აჟრ−ჟო−ლა.

რაშს მათხა−რი გადავკა−რი,
ნა−პერწკ−ლე−ბი გად−მოჰ−ყა−რა.
წინ გა−ვარ−და, რო−გორც ქა−რი,
მაქ−რი−ა−ლა შა−რა-შა−რა.

სოსო ა−სე რას ხა−ლი−სობს?
დღეს სურ−ვი−ლი ა−ის−რუ−ლა.
სა−გან−გე−ბოდ შე−უ−კე−რეს
სა−მა−ი−სო მა−ი−სუ−რა.

ტირის მარ−ტი, გულს უკ−ლავს
შინ ჩა−კე−ტილ პა−ტა−რებს.
ტა−ტას ბა−ტი ფარ−ფა−ტა
ტალახ-ტალახ ტან−ტა−ლებს.

უმაძღა−რა ღრუ−ტუს უ−ჩა
უ−ნაბს უყ−რის ბღუჯა-ბღუჯა.

ფრათაფოფინა ფარ−შა−ვან−გი
ფან−ტავს ფე−რად ფე−რებ−სა−ო.
ფრინ−ვე−ლე−თის დე−დოფ−ლო−ბას
ფრი−ად შეიფე−რებ−სა−ო.

ქა−რი დაჰქ−რის ბაქი-ბუქით,
ქოხ−ში გაქ−რა ჭრა−ქის შუ−ქი.
მა−ინც არ კრთის ციცქ−ნა შუქ−რი,
თავს ეფრქ−ვე−ვა მთვა−რის შუ−ქი.

ღობის თავ−ზე ვე−ღარ ვხე−დავ
ღუ−დღუ−დე−ლა ღოღ−ნა−შო−სა! -
ოღ−რო−ჩოღ−რო ღე−ლის გაღ−მა
შეღ−რუ−ტუ−ნა ღორ−მა ღორ−სა.

ყანჩა-ყუტა აყ−ლა−ყუ−და
რიყე-რიყე წა−ლა−ყუნ−და.
ა−ყი−ყინდ−ნენ ბა−ყა−ყე−ბი:
- გა−დაგვყ−ლა−პავს ბაყ−ბაყ−დე−ვი!

შა−რიშურა შინ−დი−ან−ში
შტო−ზე შეჯ−და შვი−დი შაშ−ვი.
შე−ეხ−ვე−წა შაქ−რო ში−ოს:
- შვი−ლო, შურ−დულს შე−ეშ−ვი−ო!

ჩუმად გამ−ცა−ლა ყვან−ჩა−ლამ,
ჩარ−დახ−ში ა−რა დამრ−ჩა რა...
ჩი−რი, ჩურ−ჩხე−ლა, ჩა−მი−ჩი,
ჩან−თით შინ წა−ა−ჩან−ჩა−ლა.

ცივი ცვა−რი ცი−ვა ცი−დან,
სცი−ვა, სცი−ვა ცი−და ცინ−დალს.
ცხიკ და ცხი−კო! - ა−ცე−მი−ნებს
ციცქ−ნა ცხვი−რი გა−უ−ცივ−და.

ძეძვის ძირს მი−ძი−ნე−ბულ−მა
ძლივს გა−იღ−ვი−ძა ენ−ძე−ლამ.
ძო−წის−ფერ მზე−ზე პა−ტარ−ძალს
ძი−ლი უ−თუ−ოდ ეძ−ნე−ლა.

წვიმიანში გა−წე−წი−ლი
წისქ−ვი−ლის წინ წუხს წი−წი−ლი.
- წია-წია! - მწა−რედ წი−ვის
წნო−რის წკნელ−ზე წაჰკ−რა წვი−ვი.

ჭინჭრებშუა ჭივ−ჭა−ვე−ბი
ჭან−ჭურს ჭა−მენ ჭი−ა−ნა−ჭამს.
ჭრი−ჭი−ნე−ბი გა−ჭყე−პი−ლან,
ჭინ−ჭი−ლე−ბით სვა−მენ მა−ჭარს.

ხევ-ხევ ხერ−ხი მო−ცუხ−ცუ−ხებს,
ა−ცახ−ცა−ხებთ ვერხ−ვებს, მუ−ხებს.

ჯანსუღმა და ჯმუხ−მა ჯარ−ჯიმ
ჯა−დო−ქარ−ზე გა−ი−მარჯ−ვეს.
ჯა−ხა−ჯუ−ხი ა−ღარ გა−აქვს
ჯო−ხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.

ჰარლალალე!
ჰე−რი, ჰე−რი! -
ჰა−სან, ბი−ჭო,
რა ჰანგს მღე−რი?
- ამ ჰანგს ჰქვი−ა
მშობ−ლი−უ−რი,
ჰო−და, მიყ−ვარს,
ვით ჰა−ე−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...ვანოტირის ბიჭი ვანიკო, მთელი ბაღი აიკლო, ესევიან ბავშვები: - ჩვენს ბაღში თუ დარჩები, წამით აღარ მოიწყენ ისე გ...ნამიროდის ჩნდება, იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზე...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026