kids.ge logo

ქურდის ქურდი

ფავორიტებში დამატება
ხა−თუ−ნამ გუ−ლის კან−კა−ლით
ბე−ბოს მო−პა−რა კა−კა−ლი.
და რო−ცა კა−კალს ჰპა−რავ−და,
რო−ცა ხუ−რავ−და კა−რა−დას,
ქი−ლა გა−უ−ტყდა მუ−რა−ბის,
და სწო−რედ ამ დროს ხა−თუ−ნას
თავ−ზე წა−ად−გა ზუ−რა−ბი.
ხა−თუ−ნამ უ−თხრა: - ძა−მი−კო,
მო−დი, კა−კა−ლი გა−ვი−ყოთ!
ზუ−რი−კომ უ−თხრა: - და−ი−კო,
ეს რომ ბე−ბი−ამ გა−ი−გოს,
ეს რომ დე−დი−კომ გა−ი−გოს,
ეს რომ მა−მი−კომ გა−ი−გოს?..
ა−მი−ტომ მთე−ლი კა−კა−ლი
მე უნ−და მომ−ცე, და−ი−კო!
ხა−თუ−ნამ ხე−ლის კან−კა−ლით
სულ ჩა−უთ−ვა−ლა კა−კა−ლი.
მე−რე არ ი−ცით, რა ი−ყო?
ბე−ბი−ამ მა−ინც გა−ი−გო.
რო−ცა ბე−ბი−ამ გა−ი−გო,
მე−რე მა−მა−მაც გა−ი−გო,
მე−რე დე−და−მაც გა−ი−გო.
ჭორ−მა ი−ა−რა, ი−ა−რა,
სო−ფე−ლი შემოი−ა−რა,
მაგ−რამ ხა−თუ−ნა კი ა−რა,
ქურ−დი კაკ−ლის და მუ−რა−ბის -
მაგ−რად მი−ტყე−პეს ზუ−რა−ბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...ფისოფისუნია, ფისო, არვინ გაჭმევს ტკბილსო, ცალი თვალი ნუშს მიგიგავს, ცალი - მწვანე ღილსო. დედა ამბობს: - წუწკი...ქეთინოს ბაფთებიგადაიფრინეს პეპლებმა ათასფერადი ტრამალი, უხვად მიირთვეს ნექტარი, ვით უკვდავების წამალი. დაკოცნეს ვარდი, ყ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026