kids.ge logo

მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მერცხალო, მახარობელო
კეკლუცი გაზაფხულისა,
მორბედო ია-ვარდისა,
გამხარებელო გულისა!

შენ გენაცვალე, ფრთაცქვიტო,
მალხაზო, ჭიკჭიკხმინო,
გულის ფანცქალით მოგელი,
ვინძლო არ დაიგვინო.

მოფრინდი, მითხარ: ზამთარი
მოკვდა, აწ გაზაფხულდება!
გულს მაშინ მივცემ სილაღეს
და ნატვრაც ამისრულდება.

ოცნების ზღვაში შევცურავ,
ლაჟვარდში ავცქრიალდები,
ხან წყალთა სარკეს დავეკვრი,
ფრთაწურვით გავსრიალდები.

მივივლ-მოვივლი კიდეებს,
კანვე მოვალ ფრენით,
მოგესალმები, ხმატკბილო,
მეც ჩემებურის ენითა...

შენი ჭირიმე, მერცხალო,
შავთვალა გიშრისფრთინო,
შორს წამსვლელს ვინძლო სალამი
ქაც არ დამიგვინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026