kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
და, ადა,
გასცურე, ბადა,
გამოდი, კეფალო,
გამოდი, სტავრიდა!
და, ადა,
მოუსვი, ბადა,
დელფინი მოვარდა,
ნეტავი სადან?..
სტავრიდას გატანს,
კეფალსაც გატანს,
ბადეს და ბადას
გატანს ლაზისტანს.
ამ ბადეს დავტოვებთ,
ტალღებზე ეფინოს,
ღონდ შენ მოგვეშვი,
კეთილო დელფინო.
რა მოხდა ასეთი,
ეს ზღვა რომ გაცალე;
სულ შენი არ არის?
ცოტა ჩვენც გვაცალე!
დღეს არა გვცალია,
ხვალ გეთამაშებით,
დილიდან ვთევზაობთ
სარფელი ბავშვები.
დღეს თევზის ნასახიც
არ გაგვიყიდია,
გვაცალე, გავყიდით
სტავრიდას, მიდიას.
ტალღები მოდიან,
ტალღები მოდიან,
შენ სხვაგან ითევზე,
შავი ზღვა დიდია.
მობრუნდი, ბადა,
მზე ზღვაში ჩავიდა.
დელფინი წავიდა,
და, ადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იავნანაბულბული ვარდის კოკორზე მღეროდა იავნანასო, კატამ თქვა: - მივეპარები და გადავსანსლავ ამასო. ამის გამგონე ბუ...ნემსიძაფს რომ ნემსში ვერ აგებს, ბებო ბრაზობს ძალიან, მიჯავრდება ხანდახან, თითქოს ჩემი ბრალია, შორიდან რომ ვუქც...მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026