kids.ge logo

უშგულელი თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოგელვებს,
მირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
ცის, ყველა ელოდება.

თბილისში კი, სვანურ კოშკში
ჩააბრძანეს საკარცხულში, _
გვერდით უდგას ანდრო ბიჭი,
თეთრი ჩოხა-ახალუხით.

ხურჯინიდან საჩუქრები
მოაქვს და ბაბუს აწვდის,
პატარები ჟრიმულით
მოლიან თავ-თავის წილს.

უშგულელმა თოვლის ბაბუმ
ბავშვებს ნატვრა აუხდინა,
საჩუქრებით აავსო და,
მათთან ერთად მოულხინა.

ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...* * *საწნახელში ნიკა დგას, ფეხის წურავს რქაწითელს, ანდრო ტკბილი ბადაგის ქვევრში ჩასხმას დაიწყებს. ბებო ავლებს ...ნუგეშილაშამ თმა შეაჭრა ციცქნა დედოფალას და თვალები ცრემლით ამოევსო ანას. ატირებულ გოგოს ამშვიდებდა ტასო, - გაეზ...რეზის ლექსიგაზაფხული დადგაო, აყვავილდა იაო, თვლა ვისწავლე ათამდე, მიცნობთ? რეზი მქვიაო... ამ ლექსებს მასწავლიან, მე ...იუბილარისამი წლის გახდა რეზიკო, საქმე როდია ადვილი, ვარსკვლავებს ეთამაშება, ვარსკვლავბიჭუნა ნამდვილი. ლექსიც ისწა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026