kids.ge logo

სუფთა ღრუტუნია

ფავორიტებში დამატება
ბინ−ძუ−რი და ლა−ფი−ა−ნი,
და−ძუნ−ძუ−ლებს თხრილ-თხრილ ღო−რი,
სურ−ვი−ლი აქვს ღრუ−ტუ−ნი−ას,
ა−რა ბევ−რი, ო−რად ო−რი.

რომ ეს ჭუ−ჭყი მო−ი−შო−როს,
და−ი−ბა−ნოს მე−ლე ტა−ნი,
და მო−ძებ−ნოს მარ−ტო−ხე−ლამ,
გუ−ლერთ−გუ−ლი მე−გო−ბა−რი.

ყვე−ლა ვი−საც ის მი−ად−გა,
გვერდ−ზე გად−გა უ−ცებ მის−გან,
რას გევ−ხა−რო, არ დაგვს−ვა−რო,
სულ შა−ვი ხარ ტა−ლა−ხის−გან.

გზა−ზე გუ−ბე და−ი−ნა−ხა,
ნაწ−ვი−მა−რი სუფ−თა წყა−ლი,
სიღრ−მე−ში კი იმ ორ−მო−ში,
მთლად მის−ნა−ირს მოჰკ−რა თვა−ლი.

ა−ი, ვნა−ხე მე−გო−ბა−რიც,
სი−ხა−რუ−ლით ყვე−ლას ამც−ნობს,
ე−სალ−მე−ბა მის ო−რე−ულს,
ახ−ლო−ბელს და ძლი−ერ ნაც−ნობს.

მო−დი ძმა−ო ვი−მე−გობ−როთ,
კე−თი−ლი ვარ, არ ვარ ა−ვი,
გუ−ბის ღო−რიც ე−სალ−მე−ბა,
და−უქ−ნი−ა მა−ნაც თა−ვი.

მა−შინ წა−მო ვი−სე−ირ−ნოთ,
ჩლიქს უწვ−დის და მას−თან იწ−ვევს,
ის თა−ვისთან ი−პა−ტი−ჟებს,
ორ−მო−შიო ერ−თად ვიწ−ვეთ.

ღრუ−ტუ−ნი−ა არც და−ფიქრ−და,
შე−ა−ბო−ტა შუ−ა წყალ−ში,
ეჭ−ვი ა−ღარ შეჰ−პარ−ვი−ა,
მის ა−ნა−რეკლ მე−გო−ბარ−ში.

და გუ−ბეში რომ გა−ნერ−თხა,
ა−ამღვ−რი−ა სუფ−თა წყა−ლი,
თვალს აცეცებს,ვერ პო−უ−ლობს,
სა−დღაც გაჰქ−რა მე−გო−ბა−რი.

ცხელ ამინდში,ეამა და,
ი−ნე−ბივ−რა დი−დი ხა−ნი,
და ა−ნაზ−დად და−ე−ბა−ნა,
ღორს ის ჭუ−ჭყიანი ტა−ნი.

გაბ−რიყ−ვე−ბუ−ლი და ნა−წყე−ნი,
ქშენა-ქშენით ად−გა ზე−ზე,
მშრალ ბა−ლახ−ზე წა−მოგორდა,
და გა−იშრო კა−ნი მზე−ზე,

ბინ−ძურ ღორ−სა ვე−ღარ სცნო−ბენ,
ღრუ−ტუ−ნი−ა სუფ−თა ხა−რო,
თხამ კი უ−თხრა: ა−სე ლა−მაზს,
შე−მიძ−ლი−ა მო−გე−კა−რო.

მე−გობ−რო−ბას სთა−ვა−ზო−ბენ,
ცხვა−რი, ცხე−ნი, ძრო−ხა, ვი−რი,
გუ−ლი უძ−გერს სი−ხა−რუ−ლით,
ა−რა ვა−რო და−წყევ−ლი−ლი,

მას−თან თა−მაშს ესწ−რაფ−ვი−ან,
და ა−დე−ბენ თავ−ზე თა−ვებს,
ა−ი, თურ−მე რა ძა−ლა აქვს,
სიწ−მინ−დეს და სისუფ−თავეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026