kids.ge logo

მგელი და კრავი

ფავორიტებში დამატება
ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,
პაწაწინა, აღუჩუნა,
ჯერ კიდევ ახალშობილი.
არ დავტოვებ ბუნაგსაო,
გატეხავს ლეკვსა ფიცი,
დარდობს დედა,თავის პირმშო,
სად ეძებოს აღარ იცის.
ციცქნა ლეკვი,ხოხვა-ხოხვით,
მიხოხდა თურმე კრავსა,
გონა, რომ ჩახუტა
დედას, ან ძველ მეგობარსა.
გაყინული, გათოშილი
მიძუგძუგდა-უთხრა: „მშიააა!“
კრავმა მგელი რომ დალანდა-
შიშით უკან დახია.
დედისაგან კი სმენოდა
არ გამოვა მათთან ძმობა,
რადგან მგელი ცხვრის მტერია,
და არ იცის მეგობრობა.
მაგრამ ლეკვი შეებრალა,
თქვა თავისთვის:
- მაინც ვცდიო,
იქნება მე გავამრთელო
ჩატეხილი ის ხიდიო.
დაუყვავა,შეიფარა,
გაათბო და ჩახუტა,
პირით ბალახიც მიართვა,
მაგრამ- ლეკვი გაბუტა.
ცხვირი გვერდზე აიბზუა:
-ბალახი მე რად მინდაო?
ჩემს ბუნაგში დამაბრუნე,
მგელი დედა მომინდაო.
როს გათენდა, წაუყვანა
კრავმა ლეკვი თავის დედას.
ფეხაკრეფით დადის ტყეში,
მგელთან მისვლას ძლივსღა ბედავს.
დედამ შვილი დანახა,
სიხარულით დაიყმუვლა,
კრავი შიშით ცახცახებს და
ბაგაბუგი უწყო გულმა.
-შენ ხარ ლეკვის გადამრჩენი?
-ეკითხება მგელი კრავსა.
კრავმა ძლივს დაპეტელა:
„ხომ არ მიზამ მგელო ავსა?“
მგელი ცოტა ჩაფიქრდა და
ტუჩი გვერდზე მოებრიცა:
-გინდა სიკეთის სანაცვლოდ,
არ შეგჭამო და დაგიცვა?
რა კარგი ხარ, პუტკუნიავ,
ხუჭუჭა, მთლად ჩასაკვრეხი,
უზმოზე რამ მოგიყვანა?
შენ დაგეცეს თავსა მეხი.
წადი, ჩქარა გამეცალე,
გქონდეს მუდამ ჩემი შიში,
ხედავ, ენას ვაწკლაპუნებ?-
მომეძალა ნერწყვი პირში.
ჩქარა, თორემ არ დაგიწყებ,
ლაპარაკს და დიდ ხანს ლოდინს,
შენგან, მადის აღმძვრელი და
სამური სუნი მომდის.
შეწრიალდა, აბუზა კრავი,
მგელმა ეს რომ უთხრა,
გაძურწა პაკა პუკით,
და მინდვრისკენ თავი დურთა.
გზაში ფიქრობს კრავუნია,
არ სცოდნიათ მგლებსა ძმობა,
მადური ყოფილან და,
არ არსებობს მათი ნდობა.
არ დაგიდევთ სიკეთეს და
არც სიყვარულს, მეგობრობას,
მგელი, მაინც მგელია და
ვერ მოიშლის მგელი მგლობას.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

პაწაწინა მეგობარი
ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,...
მელას ფუჭი ოცნება
უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
მზემ მოიკრიბა ძალ-ღონე
მზემ მოიკრიბა ძალ-ღონე,
გახია ღრუბლის ვუალი,...
ლევიკოს ოცნება
სულ ათებზე ვისწავლი,
და გავხდები მკვლევარი,...
მაღვიძარა მამლაყინწა
დილით ყივის მამლაყინწა,
ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა,...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „მგელი და კრავი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მგელი და კრავი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ციფრული ხელსაწყოების გამოყენება

ასწავლეთ ბავშვს, გამოიყენოს ციფრული ხელსაწყოები, როგორიცაა კალენდარი, შეხსენებები და აპლიკაციები, დროის მართვისთვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბეკეკო“
ნახატის ავტორი:
მათე მოცრაძე (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები გარეულ ცხოველებზე და ლექსები სიკეთეზე

ელიზბარ გაბუნია
კომბლე და მგელი

ელიზბარ გაბუნია

იყო ერთი კომბლე,
ყავდა ორი ცხვარი....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები გარეულ ცხოველებზე და ლექსები სიკეთეზე

ნუნუ ჯანელიძე
მელა და სუპერმარკეტი

ნუნუ ჯანელიძე

-ამ ბოლო დროს საქათმეს
რად არ სტუმრობ, მელა? ...
ნათია აბულაძე
ღრუტუნა

ნათია აბულაძე

ერთმა ღორმა_ღრუტუნამ,
საჭმლის ქვაბი დამალა...
იოსებ ციცქიშვილი
თაფლის ქურდი

იოსებ ციცქიშვილი

_ აქლემის და ნემსის ქურდი
თურმე ყველა ერთია! _...
თამარ ჩაჩიბაია
ჟღალი მელაკუდას სიმღერა

თამარ ჩაჩიბაია

მე ვარ ჟღალი მელაკუდა,
კუდრაჭა და ბაქია, ...
ლელა გაბური
ძ - ერა

ლელა გაბური

როცა მინდვრად მეზობლები,
ქერს და ხორბალს თესავენ,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები გარეულ ცხოველებზე და ლექსები სიკეთეზე

გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
მანანა ტონია
მეხანძრე სპილო

მანანა ტონია

გუდაც უკვე მობრძანდა,
რომ გიამბოთ ზღაპარი,...
მანანა ტონია
ტყის სამართალი

მანანა ტონია

მელამ დათვი დაპატიჟა,
წამო ჩქარა ჩემთან ნათლი,...
მანანა ტონია
ცხოველთა აღლუმი

მანანა ტონია

ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,...
ვაჟა–ფშაველა
კახეთს

ვაჟა–ფშაველა

მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026