kids.ge logo

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ფავორიტებში დამატება

III. დიანე, დრაკონი და თეთრი ჯუჯა ღამურები

მდინარის ზედაპირი ლივლივებდა და სარკესავით ირეკლავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. 

- დიანე, ჩვენი წასვლის დროა, – უთხრა დრაკონმა, – სანამ გათენდება, მოდი გზას დავადგეთ.

- კარგი, წავიდეთ, – დაეთანხმა დიანე და წყლის პირს გაუყვნენ.

ამასობაში წვიმა წამოვიდა. მდინარის ტალღების აჩქარებული ნაკადის ხმაური გაძლიერდა. წვიმა გადაღებას არ აპირებდა, დიანემ და დრაკონმა თავი ფართო ფოთლებს შეაფარეს, რომლებიც იქვე აღმართული მცენარის ტოტებიდან დაბლა მიწამდე ეშვებოდა. ამასობაში გათენდა, მზემ გამოანათა და სინათლის სხივებმა მწვანე ფოთლებშიც კი შეაღწია.

დიანემ ფოთლებს ქვევიდან ახედა და ერთმანეთთან ჩახუტებული რამდენიმე თეთრი ბამბის ქულასავით ფუმფულა პაწაწინა არსება დაინახა, რომლებიც ბაბუაწვერას ყვავილებს ჰგავდნენ.

–  თქვენ ვინ ხართ? აქ საიდან გაჩნდით?

– ჩვენ თეთრი ჯუჯა ღამურები ვართ. ცეროდენა, ციცქნა, ცუცქნა, ცუნცულა, ფუმფულა, ცხვირპაჭუა და ციდა დაგვიძახეთ. დღისით თავს ვაფარებთ ჰელიკონიას ფართო ფოთლებს, რომელსაც სახლად ვიყენებთ, - აუხსნა ცეროდენამ.

- ხედავ, ფოთლები დაბლა როგორ დავხარეთ კარავივით? ჩვენი გაკეთებულია, რომ არავინ შეგვამჩნიოს და კარგად დაგვიფაროს, - სიამაყით წარმოთქვა მათში ყველაზე უფროსმა, მეტსახელად ცხვირპაჭუამ.

- როცა ფოთლებში მზის სინათლე ატანს  თქვენც თითქოს მწვანე ფერის ხდებით, ვეღარც კი გხედავთ, სულ არ ჩანხართ, თანაც რა პატარები ხართ! ისევე, როგორ მე და დრაკონი.  მოდით ვიმეგობროთ! – შესთავაზა დიანემ.

- ამას რა სჯობს! ჩვენ არავის ვერჩით, არც მწერებს და არც სხვა სულიერ არსებას, როგორც ზოგიერთი ღამურა. ჩვენ ხილის ნექტარს ვეწაფებით და მხოლოდ ამით ვსაზრდოობთ. ისე გვიყვარს ხილი, რომ ცხვირ–პირი სულ მოსვრილი გვაქვს და ასე მოგვწონს კიდეც, - გათამამდა ერთი ციდა ღამურა.

- მართლაც, გიხდებათ ყვითელი ფერი, მეც მომწონს, – საუბარში ჩაება დრაკონი, – ჩვენც თქვენთან ერთად გავატარებთ ამ დღეს თქვენი კარვის ქვეშ ჰელიკონიას ფოთლებში, მერე კი ღამით სახლში უკან დავბრუნდებით.

დრაკონი და დიანე თეთრ ჯუჯა ღამურებთან ერთად ჰელიკონიას ფართო ფოთლებს ეფარებოდნენ, რომელსაც ძალიან ლამაზი ყვავილები ჰქონდა და რომლის ტკბილი ნექტარით მხოლოდ პაწაწინა ჩიტი, სახელად კოლიბრი, საზრდოობდა. დრაკონი ახლოს მიფრინდა და გვერდზე დაუსკუპდა.

- ნახე, როგორ ჰგავხარ ჰელიკონიას ყვავილს, ფორმითაც და ფერითაც, ვერავინ მოგაგნებს და ადვილად დაიმალები, – დრაკონის უცნაური მსგავსება მაშინვე შეამჩნია ჩიტმა კოლიბრიმ.

- კიდევ კარგი, რომ დიანე გამჭვირვალეა და ამიტომ ისედაც ვერასდროს ვერავინ ამჩნევს,- ჩაილაპარაკა დრაკონმა.

მეგობრებმა უსაფრთხოდ გაატარეს მთელი დღე ახალ ნაცნობებთან ერთად და როცა მოსაღამოვდა, თეთრი ჯუჯა ღამურები მათ გამოემშვიდობნენ და სახლში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს, თვითონ კი ხილის  საჭმელად გაფრინდნენ.

დიანე და დრაკონი თავიანთი სახლისკენ გაემართნენ, რომელიც მთის მეორე მხარეს, მდინარის შესართავთან იყო. ორივე ბედნიერი და კმაყოფილი დარჩა საინტერესო მოგზაურობით.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა ზღაპრები

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ შეცდომებზე სწავლა

აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომები სწავლის ბუნებრივი ნაწილია და რომ ისინი არ უნდა შეაშინოს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026