არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ ცისა და ამ ბარისი. მელიაზე გიამბობთ, მოსაყოლად მართლაც ღირს, დათვს გოდრებით დაედგას, რა საქმეც დღეს მელას ჭირს:
აქაოდა, კუდი მაქვსო -
ტყეს ტრაბახით იკლებდა,
და იმ კუდის გმირულ ამბის
ჩამოკენჭვას იწყებდა...
როცა კვეხნას მორჩებოდა,
მხოლოდ სიტყვით, განა მართლა,
ყველას სტუმრად იწვევდა.
სთავაზობდა `მენიუს~,
თუმც წაკითხულს სჯობს ნანახი:
ტყის ქათამი – საწებელით,
ბატი – ცივად,
იხვი – მაწვნით,
ხბოს არტალა – არჯაკელით,
ქამა სოკო – უგრეხელით,
ცხელკეცური – იმერული,
ბოსტნეული,
ფხალეული...
* * *
ამდენ სურსათ-სანოვაგეს
ხომ სჭირდება „დესერტი?“
ჰოდა, სადაც ას ტყუილს ამბობს,
იყოს ერთი ტყუილით მეტი.
აი, სწორედ ამ ტყუილისთვის
მოხდა იგი, რაც მოხდა;
მელაკუდამ ხელი მიჰყო
დათვის სკიდან ღამღამობით
გოლეულის ამოცლას.
*
არ ვიცი, ვინ დაპატიჟა,
არც ის – საიდან გამოჩნდა,
მელას იმ ვითომ სუფრაზე
სტუმრად დათუკაც აღმოჩნდა!
რა თვალი მოჰკრა თაფლ-ფიჭას,
ჯერ კარგად აწონ-დაწონა.
(დათვი დინჯია, ხომ იცით,
ძნელად რომ ბრაზობს – ისიც),
მერე?
მერე იცოცხლე – განრისხდა,
ხელი დაავლო მელას:
– შენნაირ ქურდს და ავმუცელს
ეს დღე მოგელითო, ყველას!
მინაწერი:
– რა უქნა?
– ვაი, მტერს და ავს,
მელა ჩააგდო დღეში,
ის კუდი, ასე ნაქები,
დააჭერინა ხელში!
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ რელიგიური და ფილოსოფიური საკითხების განხილვა
განიხილეთ რელიგიური და ფილოსოფიური საკითხები ბავშვთან ერთად და დაეხმარეთ მას, ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო