kids.ge logo

პატარა ტახის ამბავი

ფავორიტებში დამატება

პატარა ტახი შეხვდა გოჭუნას,
გზა-კვალ არეულს ტყეში,
გაოცდა ტახი, რომ ვერ შენიშნა
გოჭის კბილებთან ეშვი.

არც ყავისფერი ჯაგარი ჰქონდა,
უბეწვო ჰქონდა კუდიც,
და ვინც კი იყო განსხვავებული,
ყველა ეგონა ცუდი.

გაოცებული გოჭუნაც ასე
მისჩერებოდა უხმოდ,
მერე დედიკო გაახსენდა და 
წამში ზრდილობას უხმო.

“გამარჯობაო” - უთხრა ღიმილით,
ტახი კი ამ დროს შეცბა,
მიხვდა, გოჭუნა არ იყო ცუდი
და რომ ფიქრებში შეცდა.

“- დავეკარგეო მე ჩემს დედიკოს,
ავცდი სიცელქის გამო,
ახლა დავრბივარ დაფეთებული,
სოფლის მიგნებას ვლამობ”.

ტახმა გმირობის და დახმარების
სურვილი იგრძნო წამში,
გოჭუნას უთხრა: “- არ იდარდოო,
მე მიგაცილებ სახლში”.

გოჭმა მადლობა გადაუხადა,
მთლად აუძგერდა გული
და ფერმისაკენ ორივე ერთად
გაიქცა სიხარულით.

გოჭის დედიკომ ციცქნა ტახს უთხრა:
“- გაღიარებო გმირად,
გთხოვ, ჩვენთან დარჩი, აქვე იცხოვრე,
მე აგიყვანო შვილად.

გემრიელ საჭმელს მოგართმევთ მუდამ,
აქ გამოგიყოფთ ბინას,
ფერმის წესებსაც შეგასწავლით და
ნახავ, გოჭებს სად სძინავთ”.

ტახიც დათანხმდა: “- აქ დავრჩებიო,
მაინც არ მყავსო დედა,
თუკი ვიცხოვრებ ლამაზ ფერმაში,
მე ცუდს ვერაფერს ვხედავ”.

ასე იპოვა ახალი სახლი,
გოჭები გახდნენ ძმები,
მაგრამ აქაც კი ყურში ესმოდა
ტყის და ბუნების ხმები.

მალე მიხვდა, რომ მას არ შეეძლო
ცხოვრება ფერმის წესით,
აქ არაფერში დასჭირდებოდა
გამოყენება ეშვის.

ბოლოს მივიდა დედობილ ღორთან,
უთხრა: “- მინდაო წასვლა,
კარგია თქვენთან, მაგრამ სულ სხვაა
ტყეში სუნთქვა და გავლა.

- ახლა მივხვდიო, რომ ტყის შვილი ვარ”,
თან აიხედა ცაში,
“- არაფერია სამშობლოსა და
თავისუფლების ფასი”.

სოფო გასიტაშვილი
15 იანვარი 2021 წ.
ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სანდო ადამიანების ცოდნა

აუხსენით ბავშვს, რომ უნდა იცოდეს სანდო ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026