უღრმეს ტკბილოვანობითს მოკითხვას მოგახსენებთ, ჩვენო თამრიკელა! ყველანი ერთად შორიდან გიგზავნით დაშაქრულ კოცნას.
ვერ წარმოიდგენ, რა სიხარული და მიიწ-მოიწი ასტყდა, როდესაც ბებიამ შენი წერილი სკივრში ჩამოაგდო: „უეჭველად ჩემთან იქნება ეს წერილიო“, გაჯიუტდა თხილის ჩურჩხელა, „ჩემზე ძლიერ არავინ უყვარს თამრიკელასაო“, დაიჟინა ყურძნის ჩურჩხელამ. „ვერ მოგართვით-მეთქი, თქვენო თხილოსნობავ და ყურძნოსნობავ!“ - შევუტიე ჩემებურად და ყველანი კუთხეში მივყარე.
არა, როგორ არა რცხვენიათ, რომ ასეთს ტყუილებს ამბობენ. „მე ყველაზე ძლიერ ვუყვარვარო!“ - შენ არ იყავ, რომ მეტისმეტი სიყვარულით ბოლო მომაკვნიტე? ახლაც, როდესაც ბებიაშენი ოარკში ჩამოიხედავს ხოლმე, გიგონებს და შინჯავს შენს ნაკბილარს, - „ჩემი გოგუცუნას კიჭებიო!“
დიახ, სწორედ რომ ასეა, ყველაზე ძლიერ სწორედ რომ მე გიყვარვარ! ან კი როგორ დაედრებიან ისინი ნიგვზის ჩურჩხელას: მაგრამ მე მაინც შენი ხათრით იმათც შევთავაზე შენი წერილის წაკითხვა.
ვერ წარმოიდგენ, რა სასაცილო იყო, როდესაც მათმა თხილოსმობამ ბებიაშენის სათვალეები გაიკეთა და მოჰყვა: „პ-ი-რ-ვ-ე-ლ-ა-დ, პირველად. მ-რ-ა-ვ-ა-ლ-ს, მრავალს“... მათს ყურძნოსნობას სიცილით თვალები ცრემლებით აევსო, მე ხითხითისაგან კუჭი გამეპო და ნიგოზმა გარეთ გამოაჭყუტა. მიაუ! მიაუ! - ჩამოგვესალმა კნავილით მელანიაკატაც ამ აურზაურში, მაგრამ თაგვის სუნი რომ არ მიუვიდა, თვალები მიბუჟა და უკანვე გაბრუნდა. ერთი სიტყვით, რაღა ბევრი გავაგრძელო, შენმა წერილმა დიდი სიხარული გამოიწვია ჩვენში.
ბებიაშენმაც დღეს მეოცედ გადაგვთვალა, გაგვანაწილა პარკებში. ეს თამრიკელას, ეს ვანოს, ეს თამრიკელას დედოფალას, ეს ვანოს მერანსო და სხვა...
ჩემთან, სხვათა შორის, ერთი ისეთი წითელი ვაშლი მოჰყვა, რომ რაღა ვთქვა! თორემ მალე შენ თვითონ ნახავ შენი თვალით. მალე ნახავ-მეთქი იმიტომა გწერ, რომ ბებიაშენმა სამგზავროდ კიდეც გამოგვაწყო. მერე რომ იცოდე, რა ჭრელ პარკუჭანაში ვწევარ! ან კი რიღასთვის უნდა დავიგვიანოთ, დროც ეს არი, რომ ჩვენც ხალხში გამოვიდეთ და ქვეყანას ვეჩვენოთ. სწორე გითრა, მოგვწყინდა ამდენი ხანი დაკეტილში მხარ-თეძოზე წოლა. ქალაქში გამოსეირნება ყველას გულით გვინდა. მანდაურ რაღაც ფალუსტაკებს კი არა ვგავართ! ისეთი დავლური ჩამოვუაროთ მე და შენმა დედოფალა თინამ, რომ რაღა გითხრა!
ერთი სიტყვით, მოვდივართ და მოგვიხარია.
მანამდე კი მშვიდობით, დაგიკოცნით ჩვენი ტკბილოვნებით შენს ლამაზ ტუჩებს!
გწერთ შენი და მხოლოდ შენი ბებიას ჩურჩხელები, ყურძენაული, თხილაური და სხვები.
მათის თხოვნთ და მონდობილობით ეს წერილი დავწერე შუქურა თათარას ძე ნიგვზიაურმა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
იმოქმედეთ თქვენი გეგმის მიხედვით
ჩართეთ სხვა აღმზრდელები - მეუღლე, ბებია-ბაბუა, ბაღი, ძიძა - ბავშვის ცხოვრებაში, რათა მან შეძლოს იმ ღირებულებების და ქცევების ათვისება, რაც გსურთ რომ გამოიმუშავოს. ეს მოიცავს ყველაფერს მადლობის თქმით დაწყებული ტირილით დამთავრებული.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო