kids.ge logo

დედამიწის დღე

ფავორიტებში დამატება

მინდა გიამბოთ ამბავი ერთი პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც სოფლად ცხოვრობდა, მის სოფელში ტყე ბიბინებდა მწვანედ, ნაკადული მოედინებოდა ანკარა და ჰაერი იყო ძალიან სუფთა.

ერთ დილით ბიჭმა ჩვეულებრივ დროს გაიღვიძა და მოღრუბლულ ცას იქით მზე ვეღარ დაინახა, მოიწყინა და დედას უთხრა.

- დედილო, ტყეში უნდა წავიდე!

- ამ დილაადრიან ეს რატომ გადაწყვიტე?

- გული ცუდს მიგრძნობს დედი, ხმაურიც უცნაური ისმის ტყის მხრიდან.- 

- დიდხანს ნუ შეყოვნდები შვილო, წვიმას აპირებს.

ბიჭი გაუდგა გზას და შეხვდა ტყის მცველი, რომელიც მოწყენილი ჩამომჯდარიყო ტყის გაბაპირას კუნძზე.

- რატომ მოგიწყენია ტყის მცველო?

- რაღა რატომ ჩემო შვილო, დილიდან ტყეს ჩეხენ, სასტუმროს აშენება გადაუწყვეტიათ.

- მერე შენ ხომ ტყის მცველი ხარ? არ შეუშვა ტყეში მისი გამანადგურებლები.

- მე ვინ მკითხავს მეგობარო? მართალია მთელი დღეები ამ ტყეში დავიარები და ყველა ხეს ვეფერები, მაგრამ ისინი ჩემი საკუთრება არ გახლავს.

- მართალი ხარ მცველო და არც არავის საკუთრება არაა, ისინი ჩვენს დედამიწას ეკუთვნის და არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ ისინი გაჩეხოს!

- ეჰ!..- უიმედოდ ჩიქნევს ხელს ტყის მცველი.

ბიჭი გზას გააგრძელებს და შეხვდება ციყვი

- საით გარბიხარ ციყვო?

- რაც შეიძლება შორს.

- მგელი ხომ არ მოგდევს?

- იქნებ ჯობდეს მგელი მომდევდეს, თავს ვუშველიდი და ხეებს შევაფარებდი თავს.

- მაშ რას გაურბიხარ?

- ადამიანები მოვიდნენ ხმაურიანი ხერხებით, ჯერ პატარა ხეებიდან დაიწყეს, ახლა კი დიდ ხეებს მიადგნენ და ერთმანეთის მიყოლებით მიწაზე ანარცხებენ.

- ჰო, ეგ ამბავი მეც გავიგე, მერე შენი მეგობრები?

- მათ უკვე უშველეს თავს და გაიქცნენ, რადგან ჩვენი თხილით სავსე ფუღუროები, იმ ხის ტოტებთან ერთად წაიქცა.

ციყვს უკან აღარც მოუხედავს, ისე გაიქცა გადაღმა მინდვრებისკენ, იქ სადაც ჯერ ადამიანს ფეხი არ დაედგა.

ბიჭი მოწყენილი გაუყვა კვლავ გზას და მდინარის რაკ- რაკი შემოესმა.

- ეჰ, პირი მაინც გავისველო ნაკადულის ანკარა წყაროთი.- ჩაილაპარაკა მან თავისთვის და ის ის იყო წყალს უნდა დასწაფებოდა, რომ მდინარის პატარა ტალღებიდან თევზი ამოხტა.

- - შენი ჭირიმე, არ დალიო ნაკადულის წყალი, დილით უამრავი ნარჩენი ჩაყარეს შიგ, ფერიც შეეცვალა და გემოც.

- მაშ ბინძურია? და შენ საით გაგიწევია?

- ამ ბინძურ წყალში ცხოვრება რთულია, ტალღებს უნდა გავყვე, იქნებ სუფთა ნაპირს მივაგნო სადმე.

- ჭუჭყი და ნარჩენები ხომ წყალს თავდაღმა მიაქვს, სადაც წახვალ ესეც იქ წამოვა, თავს ვერ დააღწევ!

- მაშ რა ვქნა, სიკვდილს ველოდო ამ შავ ტალღებში?

 ამ სიტყვების შემდეგ თევზი კუდს მოიქნევს და კვლავ წყალში გადაეშვება.

- გაუსაძლისი გახადა სოფლად ცხოვრება ადამიანის დაუფიქრებელმა ქმედებამ, იქნებ ქალაქს მაინც ვნახო ბედნიერი სულიერი?- და ბიჭმა გეზი ქალაქისკენ აიღო.

 ქალაქში ჩასულს ის ნაცრისფერი ღრუბელი, სოფილდან რომ გამოექცა, უფრო ჩამუქებული ეჩვენა, მანქანების და მრავალსართულიანი კორპუსების სასაფლაოს ჰგავდა თბილისი.

- შენ ვინ ხარ?- ზურგს უკან პატარა გოგონას ხმა შემოესმა ბიჭს.

- ქალაქში ჩამოვედი, ბედნიერი სულიერი მინდა ვნახო სადმე.

- აქ ასეთს ვერ ნახავ, ყველა თავის საფიქრალით დამძიმებული დადის.

- შენ რატომ ხარ მოწყენილი?

- რაღა რატომ? დედამ მითხრა ამ თვის ბოლოს სოფლად უნდა წავიდეთ საცხოვრებლადო.

- სოფლად რატომ?

- აქ უამრავი მანქანა დადის, იმდენია რომ ეზოში თამაშიც შეუძლებელი გახდა.

- მართლაც რამდენი მანქანაა.- ბიჭი გაოცებით მომოიხედება ირგვლივ.

- მერე მათი გამონაბოლქვი ცამდე აღწევს და ეს ღრუბელი შენ სუფთა ნისლი ხომ არ გგონია?

- მაშ რა არის?

- საწვავის გამონაბოლქვია, მისგან არის ცა გაშავებული,მერე ამ დაბინძურებულ ჰაერს ჩვენ ვსუნთქავთ და ცუდად ვხდებით.

- არც სოფლადაა კარგად საქმე.- ამოიოხრებს ბიჭი უიმედოდ.

- მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- სოფელიც და ქალაქიც გასაჭირშია, ადამინმა სადაც კი ფეხი დაგდა თავის ცუდი კვალი დატოვა დედამიწაზე.

- მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ჩვენ უნდა ვიყოთ დედამიწის მცველები, მთაშიც და ბარშიც, დავიცვათ ტყე გაჩეხვისაგან, მდინარეები დაბინძურებისაგან და ჰაერი მტვრისაგან, რათა ადამიანებმა, ცხოველებმა, თევზებმა თუ ფრინველებმა, მშვიდად შეძლონ ცხოვრება დედამიწაზე.

- დედამიწა ხომ ყველას სახლია, ტყის და წყლის გარეშე დარჩენილი მისი მიწა ნაყოფს აღარ მოგცემს, ხე ხილს აღარ დაისხამს, შემოდგომით მომსავალს ვეღარ მივიღებთ.

- ჰო, მოსავლის გარეშე რთული იქნება ცხოვრება.

- ისვე როგორც სუფთა ჰაერის გარეშე, სიცხე ყოველ წელს უფრო გაუსაძლისი გახდება, რის გამოც დიდი ყინულები დადნებიან, დიდი ზღვების სანაპიროები ჩვენს სახლებთან მოვლენ, ტყე უდაბნოდ იქცევა, მწვანე მინდორი კი გამხამრ ზვრებად.

- ჰოდა, ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ, დედამიწის მცველები უნდა დავირქვათ, დავდგეთ მისი დაცვის სადარაჯოზე და გადავარჩინოთ იგი დაღუპვას, რადგან მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ტყე, მთა, წყალი და სუფთა ჰაერი....

- ამ ყველაფრის გარეშე სიცოცხლის უწყვეტი ციკლი შეწყდება და დედამიწა არსებობას შეწყვეტს თავის დიდ და ლამაზ გალაქტიკაში.

- ჩვენ, მომავალი თაობა დედამიწის მცველები ვართ!!!!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ დოკუმენტების გაზიარების უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გაუზიაროს დოკუმენტები ონლაინ უსაფრთხოდ და როგორ უნდა დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025