სარჩევი
ფავორიტები
იმისთვის რომ შეინახოთ თქვენი რჩეული სახელები, საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის გაიარეთ რეგისტრაცია, ან თუ უკვე გახსნილი გაქვთ ანგარიში, შედით სისტემაში.
ბავშვი სახელის ძიება
მოძებნეთ ბავშვის სახელები და შეურჩიეთ თქვენს პატარას მისთვის შესაბამისი სახელი. ამოირჩიეთ ბავშვის სქესი, სახელის წარმომავლობა, მიუთითეთ თუ როგორ გინდათ სახელი იწყებოდეს, მთავრდებოდეს.
დააჯილდოვეთ ბავშვების მშვიდი და თქვენთვის მისაღები თამაში
ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება, შეაქოთ წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.
ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო