kids.ge logo

რუსთველის სურათზე

ფავორიტებში დამატება
სულმნათო! მადლი შენს გამჩენს!
დიდება ერსა შენს მშობელს!
და ძეგლად სამარადისოდ
ნეტარხსენება ამ სოფელს!..

შენ ნიშნად უკვდავებისა
ერს მოვლენიხარ განგებით,
ვით ცისარტყელა წარღვნისა -
უცნარისა ჰანგებით.

სულმნათო! ჩვენცა გვასწავე
ეს სადუმლო ჟღერისა,
რომ აგვისრულდეს წადილი,
მგოსანი ვიქმნე ერისა;

რომ ჩემის მღერით აგზნილი
რაყიფი ტარილობდეს:
ქაჯთა ებრძოდეს ლომ-კაცი,
ნესტანისათვის ხელობდეს!..

მაშინ, ვით ჩვენსა მნათობელს,
სახელი აღგემატება,
და შენი სახე ივერთა
გულს ძეგლად დახატება!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026