kids.ge logo

საიდუმლო ბარათი

ფავორიტებში დამატება
სადუმლო ბარათო!
გითხრეს: “ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო”.

მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
მისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!

ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?

როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,
ვერც სახეზედ მოწყენა?

როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?

ან როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოსი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?

რა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
წყებდა თვით ქვეყანა!

სადუმლო ბარათო,
მექმენ… მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026