kids.ge logo

ჩემი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ტიალმა წუთისოფელმა
ნაღველი დამალევია;
არც მომკლა, არც დამარჩინა,
არც სული დამალევია.

გაჩენის დღესა ვიწყევლი,
სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;
მატყუარ სოფელს ვატყუებ:
რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!

ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი...
ჩემი პირბადე ის არი!
სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად
მე ჩემი გულის ისარი?!

ჩემი ეკალი სხვებისთვის
ა, ზამბახ-ვარდები.
თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, -
სისულელეში ვარდები!

სჯობს, ისევ მწარე სოფელმა
ნაღველი დამალევიოს;
არც მომკლას, არც დამარჩინოს,
არც სული დამალევიოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026