kids.ge logo

ალექსანდრე ყაზბეგს

ფავორიტებში დამატება
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
მოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
თხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026