kids.ge logo

მთამ სრულიად სხვა სთქვა

ფავორიტებში დამატება
მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია.
მისი ნათქვამი, ნაგრძნობი
მე სულ სხვა გამიგონია.
გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,
აღშფოთებულმა ფრიდა,
სევ თავს უთხრა: „დამშვიდდი,
გულო, რამ აგაზვიდა?!
მომთმენი, აუჩქარები,
ამწონ-დამწონი საქმისა
კი არ გამხადო მსხვერპლადა
შენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალებისა
მოსაწონია თავისა?
ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთ
სიბნელედ ერთის ღამისა.

გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,
ხილ-ხული ჩემსა არესა,
მინამდე ადრე, და დაზრეს,
დღეს იგემებდეს მწარესა,
ცარიელს ტოტებს უშვერდეს
ცაზე გადმოსულს მთვარესა.

არ მომწონს ფაცი-ფუცობა,
სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:
თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,
დღევანდლის დღისა მწველობა
სურდოდ მაჩნია, ჭლექისა
მას არა აქვს ნიშანი,
ღომც გვეჭდიოს გულში ღრმად
ყველას მომავლის მიზანი,
მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითა
ჩვენის სამშობლოს მიწანი!”
აჰღელვებულხარ ძალიან,
თავის ძმა ვეღარ გიცანი!
რომ მომავალი ჩვენია,
მას რად უნდა მისანი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026