kids.ge logo

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

ფავორიტებში დამატება
მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,
ქართლისა წყლულთა მოზარე,
მშვიდობა, სულო ძლირო,
თავის სამშობლოს მოყვარე!..
დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელ
თვალზე ცრემლები მომგვარე…
არ დავიწყა სამშობლომ
შენი მის ბედზე ტირილი,
მედგარი სულის კვეთება,
შავბედობაზედ ჩივილი,
დაუშრეტელი ნაღველი,
წყრომა და გულის ტკივილი.
მადლი შენს თანამოძმეთა, -
მიწა გახილეს მშობელი,
შენი სატრფო და სადარდო,
გულს ლახვარ-დამასობელი.
შენი მერანი კვლავაც რბის,
მისი ნავალიც შთენილა,
მადლოდ არ დაკარგულა,
თუ ოდეს ცრემლი დენილა.
მიღე ჩემი სალამიც,
გამოგზავნილი მთიდამა,
“ჩვენი არაგვიც” მუხლს გიყრის,
გადმომქუხარე კლდიდამა;
თვის “ატეხილი ჭალები”
ცრემლით ატირა ცხარითა,
სმენად გადიქცნენ ისინიც,
გრგვინვა რო ესმათ ბარითა,
ქედებმა თავი იდრიკეს,
ფიქრით მოიცვნენ მწარითა,
ამწვანებულნი მწვანედა,
განათებულნი მთვარითა.
1893 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

დიდი თამარი
ქალო, ქართველთა სულის დგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!...
ბაკური
-გვიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ეღოსა?...
გულო, არ გასტყდე!
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!...
ჩემის კაცობის გვირგვინო
ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!...
გაზაფხული
მე რომ ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?...
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სადუნიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ პროგრამების გამოყენების უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გამოიყენოს ონლაინ პროგრამები უსაფრთხოდ და როგორ უნდა დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები საქართველოზე

აკაკი წერეთელი
თქვენი ჭირიმე

აკაკი წერეთელი

ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე....
გალაკტიონ ტაბიძე
მგლოვიარე სერაფიმები

გალაკტიონ ტაბიძე

მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);...
ნაზი თარგამაძე
სამშობლოს სიყვარული

ნაზი თარგამაძე

ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,...
გალაკტიონ ტაბიძე
ქართული ორნამენტი

გალაკტიონ ტაბიძე

მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობიერია ზმანება, ...
ვაჟა–ფშაველა
ჩივილი ხმლისა

ვაჟა–ფშაველა

-დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები საქართველოზე

გალაკტიონ ტაბიძე
ცეცხლი, მახვილი

გალაკტიონ ტაბიძე

ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი,
დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი,...
ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,...
მურმან ლებანიძე
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

მურმან ლებანიძე

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,...
ხალხური
მამულო

ხალხური

მამულო, შენთვის მოვკვდები,
შენთვის ჩავიცვამ შავსაო,...
გალაკტიონ ტაბიძე
მთაწმინდის მთვარე

გალაკტიონ ტაბიძე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები საქართველოზე

გალაკტიონ ტაბიძე
აკაკის ლანდი

გალაკტიონ ტაბიძე

მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი....
ვაჟა–ფშაველა
ფშაველი ჯარისკაცის წერილი

ვაჟა–ფშაველა

გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!...
მუხრან მაჭავარიანი
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მუხრან მაჭავარიანი

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. ...
იოსებ ნონეშვილი
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი

იოსებ ნონეშვილი

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი....
აკაკი წერეთელი
განთიადი

აკაკი წერეთელი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026