kids.ge logo

ხმა სამარიდამ

ფავორიტებში დამატება
ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა;
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა;
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა;
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
გერ მოდიან წყეულნი
წყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა…
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილედეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთი
სამშობლოს მცველის ფარზედა…
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026