kids.ge logo

ბაბუაჩემი

ფავორიტებში დამატება
ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.
ნამზინი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.
არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში ღამის გათევა -
მოგონებები ძველთაგან-ძველი.
უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,
ამღერებული არწივის ხმაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით, მოსავალით აივსო კოლექტივის ველები. დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ ...არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შე...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026