kids.ge logo

შორიდგან

ფავორიტებში დამატება
სოფელმან მიმაგდო ყარიბობასა,
გარნა სახე შენი ვით ვცე თმობასა?

სავანედ გულს ვიმყოფ შენად სამკვიდროდ,
ვისულდგმულებ შენგნით ყოველს წამს და დროს.

დავეხარბი სურვილს სურვილით მშრალი,
გაუქრობლად მცვივა სულთქმისა ალი.

სული ჩემი დასწვეთს გულზე სიყვარულს,
ნაზსა,უცხოს,წმინდას,უზადოსა სრულს.

გემღერები სახეს ანგელოზებრივს,
მონარნარეს ედემს მომფრინარობრივს.

ქ. ორენბურღს (1834 წ.).

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოწვევაჩემო სიცოცხლევ და კვალად მარადა. ეგ შენი სახე ვით დავივიწყო, რომ სადაცა ვარ, ყოველთვის თანმდევს? ვის შევა...თეჯლიშიგანაცვიფროს წამსა შევხვდი მფრინავსა, წინათ სული გრძნობდა ვნახე, სინაძეს, ვსასწაულობ მას დღეს მარად, მფრინ...საქართველოს გაზაფხულინიმფნი რხევით სეირნობენ ასფოდელსა დარაზმულნი; ყვავილთ სწყვეტენ, ნაზათ სტრფობენ, ყნოსვენ სუნთა სიხარულნი. ...მშვენიერას ქართველასახ, თუალის ჩინო, შენ ჩუენო ქალო, ქალო ქართუელავ, ეშხის ანთებავ, დაანთე აგრე სურვილი, მნათო, სიყუარულისა გ...მოხუცებული ყმაწვილკაცსრას დამცინი? რას კოხტაობ? რას ტრაბახობ? რას ბაქბუქობ? ნუ დამცინი, ნუ კოხტაობ, ნუ ტრაბახობ, ნუ ბაქბუქობ, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026