kids.ge logo

საფლავი მეფის ირაკლისა

(კნიაზს მ... კ... ძეს ბარატაევს)

ფავორიტებში დამატება
მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,
და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!
ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,
რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!

თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
ჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა სამო;
მათი ცხოველი, ტრფილებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.

და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

აწ არღა ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;
შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,
აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!

მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
კანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...ჩინარიგანმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა,...შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელსშევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს, გულსა დავიწვავ დასანაცრებელს, და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს, შევსწი...მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამომიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო, მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო; მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე,...ფიქრნი მტკვრის პირასწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026