kids.ge logo

წუთისოფელი რა არი?

ფავორიტებში დამატება
წუთისოფელი რა არი?
გორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუში არი ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.
თუ ქალი იტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.
აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი.
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვახტანგ მეფევახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა....სიკვდილო, სიცოცხლისადასიკვდილო, სიცოცხლისადა თავსა ვერ მოგცემ მუდამა, წავალ, მოვკვდები მინდორში, ბალახი მექნას სუდარად, ყორნები...მუმლი მუხასაომუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა...სიმღერა მამულზეჰაი, დილილმე, დილილმე, მთა-ბარი შემოვირბინე, მთაში წყარონი მღერიან, ბარში მინდორი ბიბინებს. წყაროსაც დავე...ვაჟკაცსა უნდა უყვარდესვაჟკაცსა უნდა უყვარდეს სამშობლო, თავის ერია, არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია! არ გადიწყვიტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026