kids.ge logo

მაღლაით მოვლენ ღრუბელნი

ფავორიტებში დამატება
მაღლაით მოვლენ ღრუბელნი,
გორებზე დაკიდება...
ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა,
გულს ჟანგი მაკიდება;
ჯავრის მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაკიდება;
ჯანი და ღონე წავა,
გმირობა გაყიდება...
სადგომნელად აწევს,
არგანზე დაკიდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არ გათეთრდება ყორანიარ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა....სიკვდილო, სიცოცხლისადასიკვდილო, სიცოცხლისადა თავსა ვერ მოგცემ მუდამა, წავალ, მოვკვდები მინდორში, ბალახი მექნას სუდარად, ყორნები...ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ყვავილმა მუხლი იყარა, ფერი იცვალა ყანამა, მალე პურებიც შემოვა, ...ომში წასვლა მას უხარისომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო....მუდამ სევდიან გულზედამუდამ სევდიან გულზედა, ქვიშა ლოგინად მიგია, ჩამიცვამს სევდის პერანგი, ზედ სევდის ღილი მიგია, რაც შენ მოგშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026