kids.ge logo

ანას გასაჭირი

ფავორიტებში დამატება
თუ−კი და−მა−ცე−მი−ნა,
დე−და მაწვ−დის მა−შინ−ვე
თერ−მო−მეტრს და ი−ძა−ხის:
- შე−ნი ფე−რი მა−ში−ნებს!

გა−მი−ზო−მავს სი−ცხეს და
ი−სევ ი−წყებს ვაი-ვიშს:
- ა−ბა, ჩქა−რა და−წე−ქი! -
წამს−ვე ლო−გინს გა−მიშ−ლის.

და−მი−ლა−გებს სა−წოლ−თან
ა−ბებ−სა და მიქს−ტუ−რებს.
ვინც კი ჩემ−თან შე−მო−დის,
ყვე−ლას გა−რეთ ის−ტუმ−რებს:

- ა−ნას ახ−ლა სი−ცხე აქვს,
გა−მო−კეთ−დეს, ად−რო−ვეთ.
სხვა დროს მო−დით, ბავშ−ვე−ბო,
ახ−ლა მარ−ტო და−ტო−ვეთ!

დე−დას, ალ−ბათ, ჰგო−ნი−ა,
რომ კარგ საქ−მეს ა−კე−თებს -
მე ბავშ−ვებ−თან თა−მა−ში
უფ−რო გამომა−კე−თებს.

მე−რე ი−სევ თერ−მო−მეტრს
იღ−ლი−ის ქვეშ გა−მიჩ−რის...
ეჰ, მარ−ტო ეს რომ ი−ყოს,
მა−შინ კი−დევ რა მი−ჭირს?

ძა−ლით ლი−მონს შე−მაჭ−მევს -
და−ხო−ცავ−სო ბა−ცი−ლებს!
ძმრი−ან ტი−ლოს შუბ−ლი−დან
წუ−თი−თაც არ მა−ცი−ლებს...

ო−რი გზა მაქვს, დე−დამ კვლავ
ა−სე რომ არ მამ−ყო−ფოს -
თერ−მო−მეტ−რი დავ−მა−ლო
ან არ ვი−ა−ვადმ−ყო−ფო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობობარა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, - რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამ...ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...საზიარო ნაკვეთიციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026