kids.ge logo

თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი

იაკობ გოგებაშვილს

ფავორიტებში დამატება
შენ „დე−და−ე−ნით“ მწუხრს მიჰ−კა−ფავ−დი,
სიძ−ნე−ლეს გზი−სას ა−რად აგ−დებ−დი.
რო−გორც ი−ლი−ას, ვა−ჟას, ა−კა−კის,
გშვე−ნის დი−დე−ბის შა−რა−ვან−დე−დი.

გუ−ლის ღა−დარ−ში წიგ−ნი წრთო−ბი−ლი
მტრის შუქს აქ−რობ−და, ჩვენს გულს ათ−ბობ−და.
შენ ბიბ−ლი−უ−რი ი−ა−კო−ბი−ვით
ერ−კი−ნე−ბო−დი უ−სა−მართ−ლო−ბას.

წიგ−ნი კი ა−რა, ჩვენ−თა მართ−ვე−თა
სი−ტყვა, სიმ−ღე−რა ხა−ლი−სი−ა−ნი,
წიგ−ნი კი ა−რა, ფა−რი ქართ−ველ−თა,
ა−მო−ღე−ბუ−ლი ხმა−ლი ფხი−ა−ნი.

წიგ−ნი კი ა−რა, ყრმო−ბის ზღა−პა−რი,
წყა−როს ჩუხ−ჩუ−ხი, ფშვინ−ვა ი−ა−თა,
წიგ−ნი კი ა−რა, წმინ−და ლამ−პა−რი,
შე−ჭი−დე−ბუ−ლი ღა−მის წყვდი−ად−თან...

ტო−რო−ლა, ცად რომ მი−ი−ტყორც−ნე−ბა,
მაღ−ლა აჭ−რი−ლი მთე−ბი მზი−ა−ნი,
ხა−მის−პე−რან−გა ბი−ჭის ოც−ნე−ბა,
ნამგ−ლის წკრი−ა−ლი, ყა−ნის შრი−ა−ლი...

წიგ−ნი კი ა−რა, მი−მო−ფან−ტუ−ლი
კა−ბა−დო−ნებ−ზე სხივ−თა მარ−მა−ში,
სი−ტყვა ქარ−თუ−ლი, სუ−ლი ქარ−თუ−ლი
ჩარ−თუ−ლი დე−დის ი−ავ−ნა−ნა−ში.

ჩვენ კარ−გად ვი−ცით სიბრძ−ნე ნამდ−ვი−ლი,
შენს წმინ−და წიგნ−ში ა−მო−ქარ−გუ−ლი;
თუ დე−და−ე−ნით არ ხარ გაზრ−დი−ლი,
გულ−ში გაკ−ლი−ა ცე−ცხლი ქარ−თუ−ლი.

ჩვენ კარ−გად ვი−ცით აზ−რი ხა−ლა−სი,
რაც გვი−ან−დერ−ძა წიგნ−მა ნა−თელ−მა:
თუ დე−და−ე−ნით შვი−ლებს ა−რა ზრდი,
თა−ვი ტყუ−ი−ლად მო−გაქვს ქართ−ვე−ლად.

ჩვენ გვიყ−ვარს წიგ−ნი სი−ტყვახატული,
გა−ნა სი−ტყვე−ბი?... ნატვ−რის თვლე−ბი−ა.
თუ და−ი−ვი−წყე ე−ნა ქარ−თუ−ლი,
მაშ, სა−ქართ−ვე−ლო დაგ−ვი−წყე−ბი−ა...

ვი−ნა სთქვა, ვი−თომ ბედ−მა დაგვ−ცი−ნა,
ძე არ გა−ღირ−სა, რო−გორც ი−ლი−ას,
ვი−საც მა−მუ−ლის მად−ლი ა−ცხი−ა
შე−ნი ძე ა−რის, შე−ნი შვი−ლი−ა.

გა−ნა რა ძა−ლით და−ი−კე−ცე−ბა
ან ეს ტრა−მა−ლი, ან ეს ჩვე−ნი ცა...
მოდგ−მი−დან მოდგ−მას გა−და−ე−ცე−მა
შრი−ა−ლი შე−ნი „დედაენისა“.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026