kids.ge logo

მნათობთადმი

დავით სარდალზე
ფავორიტებში დამატება
ჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო:
რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო?
მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო,
ან არ კეკლუცნი ამად ტირანო!
ვა თუ სხვა გქონდენ შენა პირანო,
ჩვენთა დღეთავე შემამცირანო!
მიწყითნო მთენნო, ზე სამზირანო,
ხელნი ამწევეთ არ გამწირანო!

მივედ, ოტარიდ, სიტყვა მდიდარო,
ცორანო ცისა, გვირგვინ-კიდარო,
ცეცხლისა კვალთა გამომზიდარო,
ნუგეშის სხივით უხვად მდიდარო!
აღლესე ენა დამამშვიდარო,
დასჭერ სავნენი გამაფლიდარო!
ხადე გულსა დამაბინდარო,
ეგ არს სპასპეტი ცეცხლ-ნაკიდარო!

მელტავრო ცაო,
გულებ საცაო,
ასპიროზს ამცენ, აფროდიტს აგენ!
შემოკრბით ცები,
ჰქმნეთ საოცები!
ასპიროზ, საქმე შენ გამოაგენ!
სიტყვითა ლომი,
ბედ-განაკრთომი,
თქვით, თუ ნეტარ ვინ ვით მოიძაგენ?
ბედ-სვე-ეტლ-სოფელს,
ერთ-პირად მყოფელს,
მაზედ აქვს ძვირნი, ესრეთ შევაგენ!

მზევ, შენი ცანი
მე ვეღარ ვსცანი:
კეკლუც კოჭიმლად სხვად ვლიან გზათა!
მნათნი ზენანი,
შვენვა-მფენანი,
სრულად გარდახდენ ადგილის დგმათა!
ამდოვრენ თვალნი,
ეც ყურთა ძალნი,
გზა მყევ, გაცნობებ ლომისა ხმათა,
თუ ვითარ სულთქმით,
არღა უკუთქმით,
ნატრებს მისის სისხლისა სმათა!

მარიხ-არიავ,
არ სწორ მარიავ,
შენცა შემდგარხარ უსწოროთ კვალთა!
ჭიმჭიმელ ხვევით,
ვეღარ მიმთხვევით,
კიდეგან ქმნილხარ შენთა ბორბალთა!
ვისდა ვლი ძალით,
მარიხო, ხრმალით?
ვისდა იკადრებ საცილო ბრალთა?
გე იგია,
თუ გაგიგია,
ვინც მოზიდავს სამფსონის ძალთა.

მიხედენ, დიავ,
წყალობა ღიავ,
ცანი უცაენ, უმართლენ გზანი.
გარდათხ უხვად,
ნუგეშის მქუხვად,
მას მიახმარენ ზენარა ცანი!
სად ფერ-ნამკრთალსა,
მარტო-რქის ძალსა,
ძლითღა უპყრიან სიკვდილნი მზანი!
გაწირვად მისრულს
სოფლის განსასრულს
მუშთარი შვებად შეამეცანი!

კრონოს ალბასტრო,
მიეც ემპლასტრო,
ოთხ-კერძოდ წყლულსა, მას განწირულსა!
ხადენ კვართნი,
სევდის დამმართნი,
თავისა მტრულსა სიკვდილ-ნატრულსა!
ცანი უდღევენ,
დღენი უმზევენ,
მზენი უმწევენ ბნელ-მინარულსა!
ვარსკვლავთ ცთომანი,
მიმოკრთომანი
შენ შეუსწორენ ბედ-გამაკრულსა!

ცის კარავთ სვეტნო,
რიცხვ ათორმეტნო,
ღიმსთვეთ თვალნი, ფიცხლად გვალენით!
მიაკრბით კარად,
[სად] ლომი მწარად
იგლოვდეს, გლოვით შეიბრალენით,
ამირ-სარდარი,
მზეებრ სადარი,
სწორ შედარი, ბნელის ხალენით!
გულის ცა ტყდების,
რიცხვსა აკლდების,
შეწევნად მისდა მიიცვალენით!

მთიებ-ცისკარო,
მთენვა-მიმკარო,
მიასხენ სხივნი დღედ-ღამედ მვლელსა!
ჯენ ქენვა,
ახლენ ლხენვა,
აკმაენ ტკენვა თავისა მკვლელსა!
განუხვენ კარნი
გულს დანაკარნი,
სოფლის სიმძიმით ვეღარ შემძვრელსა!
ჩვენცა სიახლე
მით განგვიახლე,
მისის თვალ-შედგმის მუდამ მნატვრელსა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ბესიკის სხვა ლექსები:

მე სული ჩემი ფეშქაშად
მე სული ჩემი ფეშქაშად
შენთვისცა შემიწირია. ...
მოგშორდი სულსა
მოგშორდი სულსა
აღნაგ-შემკულსა, ...
იადონს ის ევარდა
იადონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა. ...
რა გული დავაგე შენად სარებლად
რა გული დავაგე შენად სარებლად,
მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით!...
„ან“-ზე სით მოხვალ
ათინად სიბრძნის-შემკრები
აზიად ვმგზავრობ არესა; ...
„ვარსკვლავი “
ნახატის ავტორი:
ნინო გრიგოლია (ცხრა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ბესიკის ლექსი „მნათობთადმი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მნათობთადმი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: პავლიაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ თქვენს პატარას ჟესტიკულაცია

ის, რომ ბავშვს არ შეუძლია ლაპარაკი, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ბევრი რამ სათქმელი. უბრალო ნიშნები სიტყვების გარეშე დაგეხმარებათ გაიგოთ რა სჭირდება ბავშვს და როგორ გრძნობს იგი თავს - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა იმედგაცრუებების შესამცირებლად.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ბუნებაზე და ლექსები მზეზე

ვაჟა–ფშაველა
ჩიტი-ჩიორა

ვაჟა–ფშაველა

ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ბუნებაზე და ლექსები მზეზე

გალაკტიონ ტაბიძე
ისევ მესხის გამოხედვა

გალაკტიონ ტაბიძე

შენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა.
ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ...
ნესტან კუპრავა
ფერებმა ფესტივალი გამართეს

ნესტან კუპრავა

ერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,-
დაუღალავებმა და მშვენიერებმა....
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი....
ნესტან კუპრავა
ირმები მთიდან ბარში ჩადიან

ნესტან კუპრავა

ეს ზამთარი მეთოვლია
იცით, ზოგჯერ როგორია? ...
გალაკტიონ ტაბიძე
ეს მძინარე მთა და ველი

გალაკტიონ ტაბიძე

მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ, ...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ბუნებაზე და ლექსები მზეზე

ვაჟა–ფშაველა
ობოლი

ვაჟა–ფშაველა

“აღარც დედა მყავს, არც მამა,
აღარც ძმა, აღარც ბიძები,...
გივი ჭიჭინაძე
ასოხატულა კუნწულები

გივი ჭიჭინაძე

არჩევანი, არადანი.
ალამს ახვევს ალამდარი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026