kids.ge logo

შევკრთი, როს ვნახე

ფავორიტებში დამატება
შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე,
სად ვარდი შლილა და შვენის არე,
სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ.
დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.

მთიბო, შენ გიშრის თვალსადა,
კეკლუცთა მიმოსვლა სადა,
ტკბილად უბნობა სადა;
ვით მიუცი-ვარ წვასადა!

თმენით მტანჯვენ, თუცა მდაგვენ, ვით მე მალხენენ.
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული,
შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული,
ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული;
ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.

ნარგიზნი ჰგრძნობენ, - ვარდის ქებითა
სამან ოხრავს მწუხარებითა;
ზამბახნი შლილან გარსა კრებითა.
მეც ან მიმსურნე, ან გამატარე!

რადგან შევიქენ, მონა ვარ მარად,
მიმართებს მოვსთქვა ლექსი ამ გვარად:
ესდენი ტანჯვა მაკმარე მწყნარად,
ბესიკი ერთ მცირედს მეც დამადარე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სევდის ბაღსსევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა...მშვენიერთა ხელმწიფევმშვენიერთა ხელმწიფევ, მკლავ სიშორით შენითა! კვნესის გული საკვდავად, მსწრაფლ მჩივარის ენითა! შენ მოგშორდი,...ბაიათიაწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი! სახედ მომცა მანათა, ...მოვედ აწ ძმაომოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად: მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად, ...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026