kids.ge logo

თორნიკე ერისთავი

ისტორიული პოემა (ფრაგმენტი)

ფავორიტებში დამატება

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსელად
ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერაც ყველა...
დღესაც მისის შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!..
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდფერი
და გვამღერებს: „არ მომკვდარა,
გაიღვიძებს ისევ ერი!“
ამ იმედით ფრთა შესხმული
ჩვენი გული სიმით ძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდ-ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს.
წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის
ველოდებით შეხორცებას!
მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს
და ვეძლევით აღტაცებას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...ძირსძირს, მთავრობავ, უსამართლო! ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, - ყოველი მხრივ გეძახიან: “ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირს...
„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული აკაკი წერეთელის ლექსი „თორნიკე ერისთავი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026