kids.ge logo

შემოდგომის სურათი

ფავორიტებში დამატება

ვე−ნახ−ში რთვე−ლი გა−ჩაღ−და დი−დი,
ზვა−რი−დან ის−მის სიმ−ღე−რა მშვი−დი.
საწ−ნა−ხე−ლი−დან მოსჩ−ქეფს ბა−და−გი,
ივ−სე−ბა დი−დი ქვევ−რი ბა−რა−ქით
ორ−ღო−ბე−ში კი დატ−ვირ−თუ−ლე−ბი,
მო−დი−ან ხორბ−ლით სავ−სე ურ−მე−ბი.
ბაღ−ში ბავშ−ვე−ბის ჩამდ−გა−რა ჯა−რი
და−უკ−რე−ფი−ათ ვაშ−ლი და მსხა−ლი.
დაჰ−ბე−რავს მთი−დან ნი−ა−ვი გრი−ლი
და კა−ლა−თე−ბი ივ−სე−ბა ხი−ლით.
გვერდ−ზე ა−წყვი−ა გოგ−რე−ბის გრო−ვა,
თაფ−ლი−ვით კარ−გი და ტკბი−ლი რო−ა.
ბი−ჭე−ბი სი−მინდს ტე−ხენ ყა−ნა−ში,
იქ−ვე გუ−გუ−ლი უსტ−ვენს ჭა−ლა−ში.
ჯოხ−ზე ქა−ნა−ობს ასხ−მუ−ლი თხი−ლი
ქვაბ−ში ჩა−ას−ხეს ბა−და−გი ტკბი−ლი.
ჯერ სა−ჩურ−ჩხე−ლედ ძაფ−ზე ა−აც−ვეს,
და ფე−ლა−მუ−შის კა−ბა ჩა−აც−ვეს.
გა−რეთ კი ქა−რი ღა−მე−ებს ა−თევს,
გზად ფოთ−ლის ყვი−თელ ხა−ლი−ჩას ა−ფენს.
გუ−ლი კი მღე−რის - ჩე−მო მა−მუ−ლო-
ეს მო−სა−ვა−ლი სამ−ხი−ა−რუ−ლოდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარინეტავ საიდან გაჩნდა ამდენი ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა. ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები და დედამიწას გადმოაყ...გაზაფხულიაფერადდა აისი, მზემ სხივები დახარა. დღეს პირველმა მერცხალმა გაზაფხული გვახარა. დასხდებიან ხეებზე მალე თეთ...შემოდგომასხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში, მზის სხივების ნაჩუქარი ფერი მეტობს. სხვა გემო აქვს ჩემი ქვეყნის ხილს და ...„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...საქართველოდედა ღვთისმშობელის წილხვედრი ხარ, ჩემო საქართველო საფიცარო. წმინდა მარიამი დაგიფარავს განსაცდელისაგან დაგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026