kids.ge logo

ქუმელა

ფავორიტებში დამატება

ბაჭოს დედა კურდღელმა
მოუმზადა ქუმელა.
ცეცხლი მისცა ღუმელმა,
წყალი მისცა ღრუბელმა.
ბაჭო-ბიჭის ნათლიამ
ფქვილი მხარით ათრი
ტყე-ტყე,
კორომ-კორომ
და აუვსო სორო.
დედას ჰყავდა დაქალი,
მისცა ცოტა შაქარი.
კარაქი და ერბო
წილადა ბებომ.
მეზობელიც ჰყავდათ _
შინაბერა ციყვი,
მან მარილი არგო,
რიდე მწიკვი.
დახალული თხილი,
კაკალი და ნუში
ბიცოლამ და ბიძამ
მოკითხეს გუშინ.
თუხთუხდა ქუმელა,
ტყე აავსო სურნელმა.
დედამ ფაფა თანაბრად
წილადა სუყველას:
სო - მესო - მეზო - ბელსო,
სო -მასო მეგო - ბარსო,
სეც -ბაჭო-ბიჭსაო,
ღმერთი გამიზრდისაო!
სო - ჩიტსო,
სო - თაგვსო,
ერთი ლუკმაც - ბეჩავ თავსო,
თავად ქვაბის ძირი ლოკა,
მოივსო ცალი ლოყა.
- მე?
- შენც გარგეს წილი,
ბა, გახსენ პირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...საშობაო კონცერტიბუს ბახალა ბუკა სიხარულით ბუქნავს. _ ვინ ესტუმრა? _ დეიდა. _ რა მოართვა? _ ფლეიტა! _ რა კარგია, ჰეიდა, და...როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026