kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გაცივო,
სევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
რაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ქიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
მადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
ღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
ღარ გეთამაშები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...ნამდვილი ამბავითურმე ქათმების წყევლამა მელია დააელამა, საქათმის ნაცვლად საძაღლის კარი შეაღო მელამა. იმ საძაღლეში რაც მოხ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026