kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლა−ლი, ლა−ლი, ჩე−მო ლა−ლი!
ლა−ლი - რა−ო, ჩე−მო მა−ნა−ნა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თო−ჯი−ნა დე−და−შენ−მა
ჩემ−თან გა−მო−გა−ტა−ნა?
ლ ა ლ ი - რა−სა ბრძა−ნებ, ქალ−ბა−ტო−ნო!
არ გა−თხო−ვებ ა−რასდ−როს,
გინ−და ი−სევ გა−ა−ცი−ვო,
ი−სევ სურ−დო და−მარ−თო?
მ ა ნ ა ნ ა - რად−გან ა−სე მე−უბ−ნე−ბი,
რად−გან ა−სე მა−ჯავ−რებ,
და−მიბ−რუ−ნე ჩე−მი ვაშ−ლი,
მე რომ გუ−შინ გა−ჭა−მე.
ლ ა ლ ი - ა−რა−ფე−რიც, ა−რა−ფე−რიც,
ა−რა−ფერ−საც არ მოგ−ცემ,
იმ ვაშ−ლისთვის, ა−ღარ გახ−სოვს,
ლო−ყა−ზე რომ გა−კო−ცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგ−ნი მო−გი−ტა−ნე
კარ−გი წა−სა−კი−თხა−ვი?..
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ მო−გარ−ჩი−ნე,
ე−ქი−მი რომ ვი−ყა−ვი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დი−დი საქ−მე,
სულ არ ი−ცი თა−მა−ში,
გახ−სოვს, მე რომ მო−გეხ−მა−რე
კან−ფე−ტე−ბის ჭა−მა−ში?
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ შენს თო−ჯი−ნას
გა−ვუ−კე−თე ნემ−სე−ბი?!
მ ა ნ ა ნ ა - მე−რე მე რომ წა−გი−კი−თხე
დი−დი, გრძე−ლი ლექ−სე−ბი?!
ლ ა ლ ი - რო−გორც ვხე−დავ, ქალ−ბა−ტო−ნო,
უ−მა−დუ−რი ბრძან−დე−ბი,
და−გა−ვი−წყდა, გუ−შინწინ რომ
გა−მო−მართ−ვი ბაბ−თე−ბი?
მ ა ნ ა ნ ა - არც თო−ჯი−ნა მინ−და შე−ნი,
ა−ღარც შე−ნი ვაშ−ლე−ბი,
ბუ−ტე, ბუ−ტე, გაგებუ−ტე,
ა−ღარ გე−თა−მა−შე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქეთინო, გამოიცანი!გ ა მ ო ც ა ნ ა : მტერია სიბნელის, მტერია წყვდიადის, ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი, დიადი, ზვიადი, ნაზი დ...ბეკეკაგამიგონე, ბეკეკა, გეყო სტუნვა-თამაში, ხედავ? დამეტაკე და ამომსვარე ტალახში. ერთხელ თუ გაგებუტე, ვეღარ გად...მღერიან თუშის ბიჭებიმიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, ...ვაი დედასა!ტყეში გაისმა კიკინი, შეიძრა მთები სურების, კუჭგამომხმარმა ტურებმა გამოიფხიკეს ყურები. სოროებიდან გამოძვრნ...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026