kids.ge logo

კიდევაც დაიზრდებიან

ფავორიტებში დამატება

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
სე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დადოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნამარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლექსი ვეფხვისა და მოყმისამოყმემ თქვა, პირშიშველამა, შიბნ გავიარე კლდისანი, მოვინადირენ, დავლახენ, ბილიკნი ჭიუხისანი. შამამხვდეს კლ...ლილელილევოდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ზეციერო! ოქროსი გიდგას სრა-სასახლე, გარს აკრავს ოქროს გალავანი, გალ...წუთისოფელი ასეაწუთისოფელი ასეა, - ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია....შენმა სურვილმა დამლიაშენმა სურვილმა დამლია, შენზედ ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა. მა...წუთისოფელი რა არი?წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026