kids.ge logo

ფ - აეტონი

ფავორიტებში დამატება

პა−ტა−რე−ბო, ერ−თხელ ტყე−ში,
მართ−ლა დად−გა დღე ზღაპ−რუ−ლი,
ბარ−ტყებს შო−რის სი−ლა−მა−ზის
კონ−კურ−სი−ა: „მის ზაფხული“.

ა−ფა−ხუ−ლებს ფერად-ფერად
ფრთებს და თვა−ლებს ფრინ−ველთ გუნ−დი:
„ჩე−მი ლა−პი ყვე−ლა−სა სჯობს,
ჩე−მი მართ−ვე, ჩე−მი ხუნდი“.

ფარ−შე−ვანგ−მა აფ−რი−ა−ლა,
თა−ვის ფარ−თო, ჭრე−ლი კუ−დი,
ო−ფო−ფებ−მა ი−ფო−ფი−ნეს,
ბაფ−თით შე−იბ−ნი−ეს ქუ−დი:

„ყვე−ლა ბარ−ტყი უნ−და ი−ყოს
სკო−ლამ−დე−ლი ა−სა−კი−სო,
უფ−რო−სე−ბო, ნუ ი−ღელ−ვებთ,
არ დავ−ჩაგ−რავთ არავისო!“

გა−ე−ჯიბ−რა ყვე−ლა ერ−თურთს,
სი−ლა−მა−ზით გა−ე−ტო−ლა,
მაგ−რამ ბო−ლოს დე−დო−ფა−ლი
გახ−და ციცქ−ნა ფა−ე−ტო−ნი.

საყ−ვე−დუ−რი არ ეთქ−მო−და,
გა−ი−ხა−რა და სამგ−ზავ−როდ,
ქალ−ბა−ტონ−მა ფა−ე−ტონ−მა
მო−ი−თხო−ვა ფა−ე−ტო−ნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026