kids.ge logo

ბეღურები გვასწავლიან

ფავორიტებში დამატება

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰარი ცივია,
"ზამთარია, ვიყინებით",
ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ
ტკბილად, როგორც ბულბული.
სადანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია,
სხვაგან ფარჩას გვირჩევნი
აქ, თვით თოვლის საბანი.
იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."
ი, რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კულტურული ბატკანილევანიკოს ბაბუამ მოუყვანა ბატკანი, უცნაური რამეა, აკრთობს ქათმის კაკანიც. ჩვენს ხბოს დაუმეგობრდა, მუდამ ე...ლელა და გია გ-წამო, ლელა, ვისეირნოთ, მე დაგიკრეფ იას, ლ-არა, არა, ვერ წამოვალ, დამეხსენი გია. გ-წამო, მაშინ მგელობანა...* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...დათო და ყურშაყურებპანტურა ლეკვი თვეა,აჩუქეს დათოს, სათამაშოს არ ითხოვს, ახლა ძაღლი ართობს. სადაც დათო თამაშობს, ყურშაც...ჭკუა ისწავლაახველებს და სიცხე მისცა, ჩვენს მეზობელ გოგოს, - უჰ, სკოლაში აღარ წავა, გაუმართლა როგორ!- ამბობს ნიკო და უ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026