kids.ge logo

დალოცვა

ფავორიტებში დამატება

ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
ოქროს სხივებით ნახატო,
ჯადოსნურ ფერად-ფერებით,
დედოფალივით ნაქარგო.
გევსოს უბე შვილებით,
ყოველდღე გედგას დარიო,
გაღვიძებული მენახე,
რასდროს მტრისგან მკვდარიო.
სულ მუდამ ხალისინი
და ანთებული ათასფრად,
ღვთისმშობლის კალთა გფარავდეს,
გული მხნედ გქონდეს მარადჟამს!
სამების მადლი გფარავდეს,
ცამდე აწვდილი დიდებით,
ქვეყნად გაგეთქვას სახელი,
სახელოვანი გმირებით!
შვილთა სიუხვე გქონოდეს,
ხვავით აგევსოს კერია,
ბასრი მახვილით მოგესპოს
შენზედ მოსული მტერია!
ღმერთო ძლირო ისმინე
ამ ჩემი გულის წადილი,
ქართველს არასდროს აღოს
ბრძოლისთვის ბასრი მახვილი.
ცხრა ძმა ბრძოლაში კი არა.
შრომაში დაიღლებოდეს,
მარგალიტებად ყანებში
ყაყაჩო გაიბნედეს.
ბრძოლის სიმღერა კი არა,
შრომის სიმღერა ისმოდეს,
მირონცხებული ხელმწიფე,
მშვიდობისათვის იღწვოდეს.
ხვავით,ბარაქით აგევსოს
ყოველ წელიწადს კალთაო,
ამღერებული მენახე,
ცრემლიანს ნუღარ გნახავო.
ღმერთო,მოხედე ამ მხარეს,
მადლიანსა და მზიანსა,
შენ დაფარე ბედკრული,
ნურასდროს უზამ ზიანსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაჩიტუნები ჭიკჭიკებენ, ტყე შრიალებს,გუგუნებს, შემოდგომა ფრთებით მოაქვთ შაშვებს,გვრიტებს,გუგულებს. ტყეს ევლე...ბებიასქალთა დიდი დღეობაა მოქრიალებს ეტლი, მოაქვს ფიქრი უამრავი და ოცნება ბევრი. ცოტა ფიქრი და ოცნება ჩემს დედიკ...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...წვიმაწვიმა მოდის წკაპუნა, ყვავილთ კაბას უსველებს, აქეთ-იქით აყენებს პაწაწინა გუბეებს. ცა ცრემლებად იღვრება, მზ...მასწავლებელსროცა ჭაღარა მოგეპარება, დაგეღარება სპეტაკი სახე, მაშინ მოგიძღვნი ლურჯთვალა იებს, ლურჯი ფერი ხომ თქვენს სუ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „დალოცვა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026