kids.ge logo

საქართველოში

ფავორიტებში დამატება
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გამარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...
„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026