kids.ge logo

ქვაზე ამოკითხული

ფავორიტებში დამატება
ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა,
შორით დაგიდექ,
შორიდან
რა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო კარნავალზეტანში ჟრუანტელი მივლის, ახალი წლის დილა დგება, ფიფქი - თოვლის შვილობილი ხელზე მტრედად მაფრინდება. მელაკუდ...გახსენებაროცა ვიტყვი ი მაშინ გამო...დი! ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მ...საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...იძინებენ გვირილებიძილი ნების! ძილი ნების! ძილი გულის საყვარელს! - იძინებენ გვირილები, ეძინებათ პატარებს. ცა ვარსკვლავებს აც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026