kids.ge logo

ნაბია და წკიპა

ფავორიტებში დამატება
ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა!
გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა?
ვაშლის ქურდი დედის კალთას
მოკარ, როგორც ტკიპა.
-შე ნაბიავ, მერე მაგას
ვინა მალავს, ვინა ჩქმალავს!
თუ მარეა, შენ კი ჩემზე
ცოტა რამე მოგიპარავს?!
-აბა როდის? -აი გუშინ,
თუნდა ვკითხოთ, ეგე, ჯიბოს,
შერცხვენილი ის გამოდგეს,
ტყულები ვინც ჩაჯიბოს!

-რაო, რაო?! რადა ცრუობ,
შე ბაბრიავ, შე ნაგაზა!
ფელამუშის კოვზი ცხვირში
დედამ მაშ ვის უთავაზა?
-წიტებს ვლოკდი!-ჰოდა რადგან
ვეღარაფრით დაგიკა,
მსუნაგსა და ავმუცელას
ციცხვიც მიტომ გაგალოკა.

-ბიჭო, მერე, განა ამას
შენ ეძახი ქურდობასა?!
შე მუდრეგო, აღარ გახსოვს:
საწნახელში ყურძნობისა
ტკბილის ნაცვლად ჩაფუნიდან
ვინა ყლაპა ჩუმად დურდო?
ვინ გათათხეს? მე თუ წკიპა?
ავყიავ და მართლა ქურდო!
-აბა როდის? აბა როდის?
ტყუანს მოსტყდეს მართლა ენა;
ცილს რომ მწამებ უნამუსოდ,
სეც შენა, ესეც შენა!

ორ პაწია მებრძოლს შორის
დატრიალდა ჩხუბის ჯარა;
ტკბილ ღიმილით გაშველება
სევ ბებომ დააჩქარა:
იწია კაბის კალთა,
ხელი ჯიბეს დაისწორა,
მოღო წყვილი ვაშლი
და ცალ-ცალკე გაგორა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026