kids.ge logo

შავი ყორანი

ფავორიტებში დამატება
გზა გავირე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვი
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....შენი სადღეგრძელოკაფეში სევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდავიდარდო ასეც და ისეც, აქაც და ი...მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...ნეტავ მალე მივახწევდე მიზანსშენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026