kids.ge logo

გოჭები

ფავორიტებში დამატება

დასდევს კუდში მური
ლანძღვითა და გინებით,
მთელი ეზო დათხარეს
პაწაწინა დინგებით.
გუშინ დოქი გატეხეს,
ჩაპარნენ ყანაში,
დარივნენ წიწილებს,
მერე ჩაწვნენ ტალახში.
მისთანა რა მოხდა,
მის ფასი რა ნახეს!
ერთი ვაშლის გულისთვის
ერთმანეთი გალახეს.
არ ისმენენ არაფერს
მოდენა ყურებით,
ღარც თხოვნა ესმით და
ღარც საყვედურები.
თუ არ გამოსწორდებით,
წნელით გაიტკიცებით,
არ გრცხვენიათ, გოჭებო?
ღორებივით იქცევით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...ნუგეშიჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს, შვილიშვილი კი - ერთი. ბებია ამბობს - ჩემს ბედში არ ურევია ღმერთი. ჩემს შვილე...ბაღიმე ბაღი ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით, აქ კი რა დამხვდა? - მაგიდა, წიგნი და მასწავლებელი, ვაშლის ფა...გაზაფხულიღამეა, ცაში ომია, ელვა ქვემეხებს ისვრის, ქარმა ღრუბელი დაგლიჯა, ადინა თეთრი სისხლი, წვიმა თქრიალით მოვარდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026