kids.ge logo

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ფავორიტებში დამატება
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
თუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა ურით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის,
მაოდ გვინდოდა!მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები-
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით,მშვიდობით,მშვიდობით!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგლოვიარე სერაფიმებიმარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგე...ხსოვნასმოუწოდეს იმას ძველად, ზარები რომ დარეკოს, რომ სიმღერა მთა და ველად გვირგვინივით გადაარეკოს. იგი დაფნის იყ...მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვებიმიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები, მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა, წამომყვა ზვირტის მშფოთვარება დ...ისევ მესხის გამოხედვაშენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა. ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ომთა გრგვინ...დამწველი თავის სიმშვენიერითდამწველი თავის სიმშვენიერით, დამშვენებული უხვი განგებით ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი, როგორც ელვარე ფარშავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026